ვარლამ გოლეთიანი: დიალოგს გავაგრძელებთ სამი პირობის შესრულების შემთხვევაში

© Sputnik / STRINGERვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
აქციის ორგანიზატორთა თქმით, შეხვედრაზე მთავეობის მხრიდან იგრძნობოდა პოზიციების დათმობა და კონსტრუქციული დიალოგისკენ სწრაფვა

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ შეხვედრა წარიმართა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, გუბერნატორებსა და დეპუტატებთან შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენა, რათა მომავალში შემდგომი დიალოგის სივრცე გაჩნდეს.

მისი თქმით, პირველი პირობაა პოლიციამ დატოვოს რიონის ხეობა, მეორე პირობაა - „ნამახვანჰესის“ მშენებელმა კომპანია „ენკამ“ შეწყვიტოს მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მესამე პირობაა - აქციის მონაწილეებმა პროტესტის გაგრძელება შეძლონ თავდაპირველ ლოკაციაზე - სოფელ ნამოხვანში, საიდანაც პოლიციამ მათი კარვები აიღო.

„ამაზე ველოდებით პასუხებს. მათ თქვეს, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებული, რამდენიმე დღე არის ამისთვის საჭირო. პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობა დასახელდა მიზეზად, რომ გაეცეს კითხვებს პასუხის“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული სამი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დიალოგი გაგრძელდება შინაარსობრივ, გარემოსდაცვით საკითხებზე.

„ამის შემდეგ დავიწყებთ კონსტრუქციულ დიალოგს მიწასთან, ხელშეკრულებასთან და სხვადასხვა საკითხებზე. ვისაუბრებთ პირობებზე, რომელსაც დავაყენებთ... მოვრიგდებით თუ არა მიწის საკითხზე, ხელშეკრულების სხვადასხვა დეტალებზე, ეს იქნება შემდგომი განხილვის საკითხი“, - განაცხადა გოლეთანმა.

მიწისძვრა - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
 „ბუნება საშიშია“ - ექსპერტის მოსაზრება მიწისძვრებზე, „ნამახვანჰესსა“ და თბილისის მეწყერზე

მისივე თქმით, ქუთაისის ცენტრში შეკრებილები ადამიანების ნაწილი, ვისაც ამის სურვილი აქვს, დაბრუნდება სახლში, ნაწილი კი ისევ გუმათში წავა პროტესტის გასაგრძელებლად. ქუთაისის ცენტრში შეკრებილი ადამიანები არ დაჯარიმდებიან, ეს პირობა შეხვედრაზე გაჟღერდა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხოლო თურქულ კომპანია Enka-სთან ხელისუფლებამ კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება.

ბოლო დღეებში პროტესტი გამწვავდა, რადგან კომპანია „ენკამ“ მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. რიონის ხეობაში მოხდა პოლიციის მობილიზება. „ენკაში“ განაცხადეს, რომ საპროტესტო აქცია კომპანიის თანამშრომლებისთვის საფრთეს წარმნოადგენს. მომიტინგეებსა და პოლოიციას შორის რამდენიმეჯერ შეიქმნა დაძაბული სიტუაცია, მოხდა დაკავებები. პოლიციამ ნამოხვანში აიღო მომიტინგეების კარვები, რომელთა გადატანაც აქციის მონაწილეებს სოფელ გუმათში მოუწიათ. 

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0