„ბუნება საშიშია“ - ექსპერტის მოსაზრება მიწისძვრებზე, „ნამახვანჰესსა“ და თბილისის მეწყერზე

© AP Photo / Vaggelis Kousiorasმიწისძვრა
მიწისძვრა - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
მიწისძვრის, კაშხლის გარღვევის ან მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე - ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს და კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნების მოსახლეობას აწუხებს

 

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. რის გაკეთება შეიძლება თბილისში, ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრის ჩამოწოლის თავიდან ასაცილებლად, ემუქრება თუ არა მიწისძვრა მშენებარე „ნამახვანჰესს“ და მოსალოდნელია თუ არა ახლო მომავალში მიწისძვრები კავკასიაში - ამ აქტუალურ კითხვებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტმა, მათემატიკური გეოფიზიკისა და მიწისძვრების გამომთვლელი ინსტიტუტის დირექტორმა პეტრე შებალინმა უპასუხა.

ექსპერტთან საუბარი ვიდეოხიდის მოსკოვი-თბილისი-ბიშკეკი-ერევანი-ნურსულთანის ფორმატში შედგა, რომელსაც ორგანიზება ამ ქალაქებში  „Sputnik“-ის მულტიმედიურმა პრეს–ცენტრებმა გაუკეთეს.

 „ეს სერიოზული პრობლემაა“

საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ბოლო დროს აქტიურად იხილება ვაშლიჯვრის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალების საკითხი. ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილო და შეშფოთებულია, სპეციალისტების აზრით კი, მომხდარი დიდწილად  ქაოსური მშენებლობების ბრალია. 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა . მეწყრული ზონა ვაშლიჯვარში - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
„გულზე მომეშვა“: გერმანელი გეოლოგი მეწყრულ ზონაზე თბილისში

როგორც პეტრე შებალინმა აღნიშნა, თბილისის ცენტრში მეწყრის ჩამოწოლის საფრთხეს ვერ შეაფასებს, რადგან აღნიშნული საკითხი შესწავლილი არ აქვს, თუმცა, ეს სერიოზული პრობლემაა და კარგია, რომ მას სათანადო ყურადღებას უთმობენ.

„ალბათ, გერმანელმა კოლეგებმა გამოთვალეს, რამდენად ქმედითი იქნება ის ზომები, რომლებიც ამ გრავიტაციული სტრუქტურების ჩაცემენტებისას ტარდება. იმედია, ყველაფერი კარგადაა გათვლილი. თუმცა, ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა და ძალიან კარგია, რომ მას სათანადო ყურადღებას უთმობენ. მნიშვნელოვანია, როდესაც ამ პრობლემაზე საუბარი იწყება მოსახლეობის, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ რეგიონებში ცხოვრობენ“, - აღნიშნა სპეციალისტმა.

შებალინის სიტყვებით, მსგავს სიტუაციებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების, ხელისუფლებისა და სპეციალისტების შეთანხმებული მუშაობა.

 „საზოგადოების ამოცანაა აიძულოს ხელისუფლება, მიმართონ სპეციალისტებს. მნიშვნელოვანია არა უბრალოდ განგაშის ზარის შემოკვრა, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების იძულება, იმოქმედონ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების, მეცნიერებისა და ხელისუფლების საქმიანობა შეთანხმებული იყოს, რათა ყველას გააზრებული ჰქონდეს საკუთარი პასუხისმგებლობა, ვინაიდან ბუნება საშიშია ყველა კატეგორიის ადამიანისთვის“, - აღნიშნა მან.

 „ნამახვანჰესი“ სახიფათოა მიწისძვრის შემთხვევაში?

არანაკლებ მწვავედ აღიქმება საზოგადოებაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თემა. მოსახლეობას ხელისუფლებასთან უამრავი კითხვა აქვს და ერთ-ერთი უკავშირდება საფრთხეს, რომელიც ჰესმა იმერეთის რეგიონს მიწისძვრის შემთხვევაში შეიძლება შეუქმნას. 

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციას „ქართული მარში“ შეუერთდა

 „Sputnik-საქართველოს“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ისტორიაში ჯერ არ მომხდარა ისეთი საშინელი კატასტროფა, რომ ელექტროსადგურის კაშხალი დანგრეულიყო, მაგრამ პრინციპში, ასეთი პრობლემები არსებობს, კერძოდ, ინდოეთში.

 „შემიძლია ასე გიპასუხოთ: სახიფათო ის კი არ არის, რომ იქ შეიძლება იყოს მიწისძვრა, არამედ არასწორი გათვლა მშენებლობისას. აშენება ყოველთვის შეიძლება ისე, რომ ნაგებობას ძლიერმა მიწისძვრამაც ვერ შეუქმნას საფრთხე. უბრალოდ ეს ძალიან ძვირი ჯდება. არა მგონია, ამ კაშხლის პროექტზე მუშაობისას არ გაეთვალისწინებინათ ძლიერი მიწისძვრების შესაძლებლობა. როგორც წესი, ასეთი ობიექტების მშენებლობისას კეთდება სიმტკიცის ძალიან დიდი მარაგი, ისევე როგორც ატომური ელექტროსადგურების მშენებლობისას. ასე რომ, არა მგონია, მომავალში ამან შესაძლო კატასტროფა გამოიწვიოს. რასაკვირველია, მშენებლობის ყველა წესის დაცვის შემთხვევაში“, - განმარტა შებალინმა.

 „მოძრავი“ კავკასია

ვიდეოხიდის დროს დეტალურად იქნა განხილული კავკასიის რეგიონის სეისმოლოგიური აქტივობის საკითხი. როგორც ცნობილია, რეგიონი ამ თვალსაზრისით უსაფრთხო არ არის, მაგალითად სპიტაკის 30-წამიანი დამანგრეველი მიწისძვრაც გამოდგება, რომელმაც 25 ათასი ადამიანი შეიწირა, ასევე 1991 წელს საქართველოში, რაჭაში მომხდარი 7-ბალიანი მიწისძვრა. 

სეისმოგრაფები - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

შებალინის თქმით, კავკასია განსაკუთრებული რეგიონია, რადგან მჭიდროდ დასახლებულია. ამგვარად, ნებისმიერი ძლიერი მიწისძვრა აუცილებლად შეეხება რომელიმე დასახლებულ პუნქტს.

 „ვერავის ვეტყვი, რომ მშვიდად იყვნენ. რა თქმა უნდა, ისეთივე ძალის მიწისძვრა, როგორიც სპიტაკში ან რაჭაში იყო, განმეორდება, ეს გარდაუვალია. გავიმეორებ და ვიტყვი, რომ მოსახლეობა ამისთვის მზად უნდა იყოს. თანამედროვე შენობებს უკეთ აშენებენ, წინასწარი გათვლებით, რომ მიწისძვრა შეიძლება მოხდეს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვფიქრობ, მთლიანობაში კავკასიაში სიტუაცია უმჯობესდება სამშენებლო ნორმების დაცვის კუთხით და სადაც მიწისძვრის ალბათობა არსებობს, უფრო პასუხისმგებლობით აშენებენ, ამის იმედი მაქვს. ასე რომ, მიწისძვრა, რასაკვირველია, იქნება, მაგრამ მათი არ უნდა გვეშინოდეს“, - დაასკვნა შებალინმა.

ყველა ახალი ამბავი
0