თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ქალაქ ონთან 3.2 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები ონიდან 2 კილომეტრში, 12 კილომეტრის სიღრმეზე, სოფელ ონჭევთან 01:49 საათზე დაფისირდა.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.