შინიდან გასვლისას გადაუღეთ სურათი... ბინას: მილიონად ღირებული რჩევა

© Pixabay / Schluesseldienstბინის გასაღები
ბინის გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
ჩვენმა მკითხველმა ერთმა ქალბატონმა, ერთი შეხედვით უცნაური, თუმცა მართლაც გენიალური გამოსავალი გაგვიზიარა, რომელსაც თქვენც გაგაცნობთ

გადაუჭარბებლად გეტყვით, პირადად ჩემთვის ეს რჩევა მილიონად კი არა, სიცოცხლედ ფასობს. იმიტომ რომ ყოველ დილას, შინიდან რომ გავალ და სამსახურის გზას შევუყვები, უცბად ხან ჩანთაში ვიწყებ ხელების ფათურს ნერვიულად, ხან ადგილზე ვშეშდები და ვცდილობ, აღვიდგინო სახლიდან გამოსვლის ყველა დეტალი: 

  • ვაიმე, ნეტავ, კარი თუ დავკეტე?!
  • გაზი ხომ არ დამრჩა ჩართული?
  • დღეს უთო დამჭირდა?
  • ფანჯრები მივხურე თუ დამავიწყდა?..

და ასე შემდეგ ლამის დაუსრულებლად. 

მარტოობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ხალხური რწმენა: როგორ მოვიზიდოთ ბედნიერება ფანჯრების მეშვეობით

მოკლედ, თან მივიჩქარი და თან ფეხები უკან მრჩება, ვარ ასე გაწამაწიაში. 

სამსახურში წასვლას კიდევ რა უჭირს, საღამოს მაინც დაბრუნდება კაცი შინ. მაგრამ თუ, სულ ცოტა, ორი დღით მაინც გავდივარ ქალაქიდან დასასვენებლად, იმდენს ვნერვიულობ, ყველაფერს ვიშხამებ. წარმოგიდგენიათ, შვებულებით ქალაქიდან გადაკარგული, რა „კარგ“ დღეში ვიქნები? 

და ასე ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა, ინტერნეტში სრულიად შემთხვევით ერთი ჭკვიანი ქალის რჩევას რომ არ გადავყროდი.

ვაშა! დავისვენე.

არაფერზე აღარ ვნერვიულობ, იმიტომ რომ შინიდან ხანგრძლივად გასვლის წინ... სურათებს ან ვიდეოს ვუღებ ყველა "საჭოჭმანო ობიექტს": გაზქურას, უთოს, ფანჯრებს, ონკანებს და, რაღა თქმა უნდა, უკვე ჩაკეტილ და გასაღებგამოძრობილ სადარბაზო კარს - ეს უკანასკნელი ჩემი ყველაზე სუსტი წერტილია. და თუ უცბად რაღაცამ დამაეჭვა, ანუ რომელიმე „ვაიმემ“ შემომიტია, მაშინვე ტელეფონში ვიხედები და ფოტო- ან ვიდეოფაქტებით ვიმშვიდებ თავს. 

გულზე ხელი დაიდეთ, განა გენიალური გამოსავალი არა არის?!

ყველა ახალი ამბავი
0