ხალხური რწმენა: როგორ მოვიზიდოთ ბედნიერება ფანჯრების მეშვეობით

CC0 / Pixabay / მარტოობა
მარტოობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
როდესაც ჩვეულებრივი, ადამიანური ბედნიერების დეფიციტს განვიცდით, ბევრი ჩვენგანი წარმატების მოსაზიდად ათასგვარი ხერხებისა და მეთოდების ძებნას იწყებს.

ვინ ცხენის ნალს ჰკიდებს ბინაში შესასვლელი კარის თავზე, ვინ სპილოების პატარა ფიგურებს ამწკრივებს აღმოსავლური ტრადიციის თანახმად და ვინ კიდევ წითლად ღებავს სადარბაზო კარს. ეს უკანასკნელი ალბათ იმიტომ, რომ გზად ჩამოვლილ წარმატებას არ გამორჩეს და აუცილებლად დაინახოს თქვენი ბინა.

აირჩიეთ თქვენი საყვარელი ციფრი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2019
ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ

მაგრამ ბევრი ადამიანის რწმენით, ბედნიერება ოჯახში ფანჯრიდან არჩევს შესვლას, ვინაიდან „ფანჯრები — ეს ჩვენი სახლის თვალებია, რომლითაც ის სამყაროს უმზერს“. ამიტომ სწორედ მათი მეშვეობით უნდა მოვუხმოთ სიკეთეს.
და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ასე მოიქეცით:

შეარჩიეთ ბინის ყველაზე მზიან მხარეს განთავსებული ფანჯრები და კარგად გაწმინდეთ ისინი. თან იმეორეთ:

„ჩემო ფანჯარავ, შენ გამტარი ხარ და შემოატარე ბედნიერება ჩემს სახლში!“

ამის შემდეგ, რამდენჯერაც სარკმელს გააღებთ ჰაერის გასაწმენდად და ოთახების გასანიავებლად, ყოველთვის თქვით: 

  • „ბედნიერებავ და წარმატებავ, შემოფრინდით ჩემს სამყოფელში!“

არ დაიჯერებთ და ბევრს მიაჩნია, რომ ამ მარტივი პროცედურების შემდეგ ხშირად მართლაც ლაგდება ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში, ოჯახის წევრების განწყობა ნამდვილად უმჯობესდება და პრობლემებით დამძიმებულ ადამიანებს ჩხუბისა თუ აყალმაყალის სურვილი უკვალოდ ეკარგებათ.

ამბობენ, რომ ამ პროცედურის ჩატარებიდან სამ დღეში თქვენი ფანჯარა უბრალოდ ჩარჩოში ჩასმული მინა კი აღარ იქნება, არამედ ერთგვარი კარი ზეციური სამყაროდან „გზავნილების“ მისაღებად. 

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2019
ბეჭდების მაგია: რომელ თითზე უნდა ატაროთ ბეჭედი, რომ...

რაც შეეხება კონკრეტული მიმართულების „ბედნიერებას“, ისინი ასე უნდა მოიხმოთ:  

თუ სიყვარულში გსურთ რომ გაგიმართლოთ – მაშინ აუცილებლად საკუთარი ხელით გამოჭერით წითელი ქაღალდისგან გული და ორი სიტყვით დააწერეთ ზედ თქვენი სურვილი. გიმეორებთ: კი ნუ იყიდით მზა, პრიალა ქაღალდის გულს, არამედ თავად გამოჭერით, რათა მან თქვენი ენერგია შეისრუტოს. ასე უფრო ეფექტური იქნება.

ამის შემდეგ გული ფანჯრის მინას მიაკარით. მნიშვნელობა არ აქვს, სად და რა ადგილზე, მთავარია, რომ რაფაზე კი არ იდოს, არამედ გარეთ იყურებოდეს.

ფულთან დაკავშირებული პრობლემების დროსაც იგივენაირად მოიქეცით. აიღეთ მწვანე ფურცელი, გამოჭერით კუპიურის ზომისა და ფორმის სწორკუთხედი და დააწერეთ ზედ თანხის რაოდენობა, რომელიც გჭირდებათ. ნუ მოითხოვთ მილიონებს, დაწერეთ იმდენი, რამდენიც რაღაც კონკრეტული საქმისთვის თუ საყიდლისთვისაა აუცილებელი.

მკითხაობა კარტით - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2018
სახალისო მაგია: აირჩიეთ კარტი და გეტყვით, რა გელით უახლოეს სამ დღეში

თუ რომელიმე ძველი პრობლემის მოგვარება გსურთ, ყვითელ ფურცელზე დაწერეთ მისი რაობა და ითხოვეთ, რომ ყველასთვის სასარგებლოდ მოგვარდეს იგი. არ დაიჯერებთ და ეს მეთოდიც თურმე უკვე ორიოდე დღეში იწყებს მუშაობას. ოღონდ შესაძლოა არა ისე, როგორც ეს თქვენ გსურთ. სამყარომ თავად იცის, როგორ უნდა მოიქცეს.

რამდენ ხანს უნდა გქონდეთ ფურცელი მინაზე გაკრული? რამდენ ხანსაც თავად ჩაუთქვამთ: ერთი დღე, ორი, სამი... ერთი კვირა ან ერთი თვე. მთავარი აქ ისაა, რომ აუცილებლად ხვდებოდეს მზის სხივები.

ბოლოს, როდესაც ფურცელს ფანჯრიდან ჩამოხსნით, აუცილებლად დაწვით ის.

სცადეთ, იქნებ მართლაც მუშაობს ეს მხიარული ჯადოსნობა?

მოკლედ, უხმეთ წარმატებასა და ბედნიერებას და იყავით წარმატებული და ბედნიერი!

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური