თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გვირაბში პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოებია დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით მეტეხის გვირაბი 16 აპრილის 21:00 საათიდან 17 აპრილის 03:00 საათამდე დაიკეტება.
„გაიწმინდება სანიაღვრე ჭები და კომბინირებული სპეციალიზებული მანქანით გაირეცხება ქსელი. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ, რომლის ფარგლებშიც ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეიცვალება“, – ნათქვამია განცხადებაში.
დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს „თბილსერვის ჯგუფის“ 80-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა.
სამუშაოებს კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" შეასრულებს.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.