საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვია

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსომხეთის პრეზიდენტი საქართველოშია
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოშია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებს გამართავს.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვია, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე დახვდნენ. 

სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა

სომხეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირები მასმედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გარდა ამისა, სომხეთის პრეზიდენტი ხვალ, 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი ასევე ეწვევა სომხურ საკათედრო ტაძარს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0