საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა

© photo: press-service of the President of Armeniaსალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებს გამართავს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი 15 აპრილს ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

არმენ სარქისიანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
სომხეთის პრეზიდენტმა ოპოზიცია და პრემიერი შეხვედრაზე მიიწვია

სომხეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხუთშაბათს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირები მასმედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გარდა ამისა, სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში სარქისიანი სომხურ საკათედრო ტაძარსაც დაათვალიერებს.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0