უჩინარი პატრული: რუსეთში მყვინთავი ხომალდი BOSS შეიქმნა

© photo : photo: CDB ME "RUBIN"მყვინთავი საპატრულო ხომალდი „გუშაგი“
მყვინთავი საპატრულო ხომალდი „გუშაგი“  - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
რუსეთის გემთმშენებლობის სამეცნიერო და ტექნოლოგიური დონე კონსტრუქტორული გადაწყვეტილებებისადმი არასტანდარტული მიდგომის საშუალებას იძლევა.

წყალზედა ხომალდისა და სუბმარინის ფუნქციების საპატრულო „გუშაგს“ სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტების გაოცება შეუძლია. სიახლეს სახელად BOSS (Border and Offshore Submersible Sentry) ეწოდება.

ბალტიის ფლოტის ხომალდები - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
მიმოხილვა: ბოჭკოვანი მინის ნაღმმკრეფები ნებისმიერ ბლოკადას გაარღვევს

საზღვაო ტექნიკის ცენტრალურმა საკონსტრუქტორო ბიურო „რუბინმა“ საპატრულო ხომალდ „გუშაგის“ პროექტი წარმოადგინა, რომელიც სუბმარინისა და წყალზედა ხომალდის ღირსებებს აერთიანებს. შედარებით დაბალი ფასი და ზომები, მოწინავე ტექნიკური მახასიათებლები, ტრადიციულად მაღალი საიმედოობა, ბორტზე სარაკეტო-ტორპედული შეიარაღების განთავსების შესაძლებლობა BOSS-ს მიმზიდველს ხდის მცირე ბიუჯეტის მქონე ქვეყნებისთვის.

„რუბინი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია სუბმარინების პროექტირებაში 120-წლიანი სტაჟით.

BOSS გარეგნულად 613 პროექტის დიზელ-ელექტრონულ - კონსტრუქტორულად წარმატებულ, ერთ-ერთ ყველაზე მასობრივად გაყიდვად სუბმარინას ჰგავს. ტექნიკური მახასიათებლებიც მსგავსი აქვს: სიგრძე – 60-70 მეტრი, წყალწყვა – დაახლოებით 1000 ტონა, ეკიპაჟი – 42 კაცი. შეიძლება აღიჭურვოს მართვადი რაკეტებით, ტორპედოებით, დრონებით, საარტილერიო დანადგარებით.

სტრატეგიული ბომბდამშენი-რაკეტმზიდი Ту-160 - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
მიმოხილვა: როდის აფრინდება რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდი

ახალი საპატრულო „ნაუტილუსის“ სავარაუდო სამიზნეები წყალქვეშა და წყალზედა მდგომარეობაში შეიძლება გახდნენ საბრძოლო ხომალდები და სანაპირო ობიექტები. ხომალდი შეიძლება ეფექტურად იყოს გამოყენებული სადაზვერვო ან სამეცნირო-კვლევითი მიზნებით.

ნატოს თავის ტკივილი

ახალი ხომალდის შესაძლებლობებისა და ამოცანების სპექტრის გასაგებად აუცილებელია, რომ პროექტ 613-ს მივუბრუნდეთ. სუბმარინას 1347 ტონა წყალწყვა ჰქონდა და სიგრძეში 76 მეტრი იყო, 200 მეტრამდე სირღმეზე 18,5 კვანძით მოძრაობდა. ძირითადი შეიარაღება: ექვსი ტორპედული აპარატი, ავტონომიურობა – 30 დღე-ღამე, ეკიპაჟი – 52 კაცი.

პროექტ 613-ის სერიულ მშენებლობაში ფართოდ გამოიყენებოდა ნაკადურ-სექციური მეთოდი, ავტომატური შედუღება და რენტგენოგრაფიული კონტროლი. 1950-57 წლებში საშუალო წყალწყვის 215 დიზელ-ელექტრონული სუბმარინა აიგო, რომლებსაც ერთნაირად ეფექტურად შეეძლოთ ტორპედოებით შეტევა, დაზვერვა, ოპერატიული და პოზიციური სამსახურის გაწევა მოწინააღმდეგის დისლოკაციის რაიონებში. პროექტის სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან სსრკ-ის დაშლამდე იარსება.

ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
მიმოხილვა: „სარმატს“ პლანეტის ორივე პოლუსის დალაშქვრა შეუძლია

ეს მრავალმიზნობრივი სუბმარინები მასობრივად მიეწოდებოდა ბულგარეთის, კუბის, ინდონეზიის, ეგვიპტის, სირიის, ჩინეთის, პოლონეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს.

რაღა თქმა უნდა, ახალმა საპატრულო ხომალდმა წინამორბედისგან ყველა მთავარი მახასიათებელი მიიღო მემკვიდრეობით – სიმტკიცე, საიმედოობა და ეფექტურობა. დანარჩენით BOSS 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური პირმშოა – ხარისხობრივად ახალი, ბევრად მძლავრი შეიარაღებით, კავშირის, ნავიგაციისა და ჰიდროაკუსტიკის საშუალებებით.

პოტენციალი

ზღვაზე კლასიკური საბრძოლო პატრულირება – წყალზედა ხომალდებისა და სუბმარინების ხანგრძლივი მანევრირებაა მონიშნულ რაიონში, ასევე გამუდმებული მზადყოფნა საბრძოლო პოზიციაზე გასასვლელად და მოწინააღმდეგის ხომალდებსა თუ ობიექტებზე შეტევის მისატანად.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში აკვატორიის პატრულირების ამოცანას ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გუშაგი–ხომალდები ასრულებდნენ, ნატოს სამხედრო-საზღაო ძალებში – ესკორტის ნაღმმზიდები, ფრეგატები, კორვეტები და სანაპირო ზონის ხომალდები.

რუსული დრონი „მონადირე“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
რუსული „მონადირე“ - შედარება ამერიკულ და თურქულ დრონებთან

ტოლობის ნიშნის დასმა ტრადიციულ წყალზედა ხომალდებსა და მყვინთავ „ბოსებს“ შორის შეუძლებელია. ახალი ხომალდის ექსპლუატაციის თავისებურებები შესაძლებლობას იძლევა ვამტკიცოთ, რომ „რუბინმა“ ჰიბრიდული სუბმარინა შექმნა.

ფარული წყალქვეშა პატრულირება მოწინააღმდეგეზე, კონტრაბანდისტებსა თუ დამრღვევებზე მოულოდნელი შეტევისა თუ საფრთხეზე რეაგირების საშუალებას იძლევა. წყალზედა მახასიათებლები ბონუსია ეკიპაჟისთვის, რომელსაც ლაშქრობისას ზღვის ჰაერის სუნთქვა შეუძლია და არა რეგენერაციის პროდუქტისა, როგორც ეს კლასიკურ სუბმარინებში ხდება. გარდა ამისა, შელფის სამეცნიერო შესწავლის შესაძლებლობები ახალ ხომალდს უფრო მაღალი აქვს, ვიდრე ანალოგიურ წყალზედა ხომალდს. ამასთან BOSS-ს შეუძლია შედარებით დაბალფასიანი სასწავლო „კლასიც“ იყოს ეკიპაჟებისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0