მიმოხილვა: „სარმატს“ პლანეტის ორივე პოლუსის დალაშქვრა შეუძლია

© Ministry of Defense of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშიბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ გამოცდა
ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
უახლესი მძიმე კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“, რომლის ფრენის სიშორეც 18000 კილომეტრია, საფრენ გამოცდებს იწყებს.  

ამის შემდეგ ის სერიულ წარმოებაში ჩაეშვება და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შეიარაღებაში შევა, ანუ რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას განამტკიცებს.

„სარმატის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2020
მიმოხილვა: ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ საფრენად ემზადება

კორპორაცია „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზინმა 30 მარტს განაცხადა, რომ „სარმატის“ საფრენი გამოცდები უახლოეს მომავალში დაიწყება. რაკეტის საბოლოოს საფრენ–კოსტრუქტორული გამოცდები და სერიული წარმოება 2021 წლისთვის იგეგმება. მძლავრი „სარმატი“ ლეგენდარულ „ვოევოდას“ შეცვლის რომელიც 32 წელზე მეტია, რაც საიმედოდ იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას ბირთვული შეკავების მეთოდებით.

„სარმატის“ სასროლო გამოცდები პლესეცკის კოსმოდრომზე 2018 წლის მარტში დასრულდა. 2019 წლის დეკემბერში კი გენერალ–პოლკოვნიკმა სერგეი კარაკაევმა განაცხადა, რომ მთავარი სარაკეტო პოლკი ახალი კომპლექსებით გადაიარაღებისთვის მზადაა. ამასთან მან აღნიშნა, რომ „სარმატის“ ტაქტიკუ და ტექნიკურ მახასიათებლებს უკვე რამდენიმე წელია სწავლობენ რუსეთის წამყვან სამხედრო სასწავლებლებში.

რაკეტა, რომლის სასტარტო მასა 208 ტონაა, 18 ათასი კილომეტრის დაშორებით იძლევა მოწინააღმდეგის ობიექტის განადგურების საშუალებას, „სარმატი“ საბრძლო ბლოკების მთელ ხაზს მიიღებს, მათ შორის, ახალი თაობის ჰიპერბგერითსაც.

შედარებითი ანალიზი

„სარმატს“ უცხოური ანალოგები არ აქვს. მაგალითად, უფრო მსუბუქი ამერიკული Minuteman III–ს სიშორე დაახლოებით 10 ათასი კილომეტრია და რამდენიმე მოდერნიზაციის შემდეგაც კი ვერ აღწევს რუსული „ვოევოდას“ დონეს. ახალი პროექტი GBSD (Ground Based Strategic Deterrent) ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია, მაგრამ წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ „სარმატს“ კონკურენციას ვერ გაუწევს. „სარმატის“ შედარება უფრო კორექტური ასევე რუსულ „ვოევოდასთან“ იქნება.

ფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“ - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
მიმოხილვა: „ცირკონმა“ დასავლეთის ხომალდები რუსეთის საზღვრებიდან გასწია

ამ ვეტერანს „მძიმე“ კლასის საბრძოლო ბლოკების გადატანა 11 ათას კილომეტრზე შეუძლია, ხოლო მოწინააღმდეგის ობიექტის განადგურება — 16 ათასი კმ დაშორებით. „სარმატი“ ორი ტონით მეტ სასარგებლო ტვირთს ატარებს, უფრო სწრაფად დაფრინავს და ორი კილომეტრით „შორია“.

საბრძოლო სიმძლავრით „ვოევოდა“ და „სამრატი“ თანაფარდია. უფრო რთული მისი Aegis–ის, THAAD–ისა და სხვა სისტემების გადალახვის უნარის შეფასებაა. ღია წყაროებში ასეთი მონაცემები არ მოიპოვება, მაგრამ „მძიმე“ კლასის რაკეტა უბრალო „ვალდებულია“, სწრაფად გადალახოს არსებული და პერსპექტიული რაკეტსაწინააღმდეო სისტემები. ამასთან ზუსტად უნდა მოხვდეს სამიზნეს.

სავარაუდოდ „სარმატს“ დაცვისა და შენიღბვის პრინციპულად ახალი საშუალებები აქვს.

„სარმატსა“ და „ვოევოდას“ შორის პრინციპული  განსხვავება — ეს ზეზუსტი არაბირთვული დარტყმის შესაძლებლობაა. ატმოსფეროში 15 მახის სიჩქარით მოძრაობისას საბრძოლო ბლოკის კინეტიკური ენერგია უმძლავრესი განადგურების გარანტიას იძლევა ადგილის რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე.

ამერიკულმა გამოცემა Military Watch–მა ხაზი გაუსვა „სარმატის“ ფანტასტიკურ მახასიათებლებს და განაცხადა, რომ რაკეტა დაახლოებით 10 მახის სიჩქარით იფრენს.

„ბურევესტნიკის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
მიმოხილვა: რატომ აშფოთებს პენტაგონს რუსული „ბურევესტნიკის“ შესაძლებლობები

„სარმატი“ რამდენიმე ბირთვულ ქობინს ატარებს, რაც საკმარისი იქნება, რომ ერთი დარტყმით გააუკაცრიელოს საფრანგეთის ტოლი ტერიტორია.

გათვლა აგრესორზე

გამოცემა The National Interest–მა „სარმატი“ ყველაზე გამორჩეულ რაკეტად მიიჩნია რუსეთის სტრატეგიულ შეიარაღებაში. პენტაგონში აღნიშნეს, რომ სერიოზული კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთი „სარმატებით“ აშშ–ის ტერიტორიას შეუტევს, რათა გარანტირებულად გაანადგუროს გამშვები დანადგარების და 450–ვერაკეტა Minuteman III. ამერიკელი ექსპერტების გათვლით, ერთ „სარმატს“ 7,5 ბირთვული  მეგატონის ზიდვა შეუძლია, რაც აშშ–ის 35–37 მილიონ მოქალქეს გაანადგურებს. ხოლო ათ რაკეტას მთელი ქვეყნის მოსპობა შეუძლია.

„სარმატს“ 60 წამში შეუძლია საბრძოლო მზადყოფნაში მოსვლა და სტარტი, რის შემდეგაც  რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გვერდის ავლით შეუძლია იფრინოს არაპროგნოზირებადი ტრაექტორიით, სამხრეთ პოლუსის გავლითაც კი. 15 მახის სიჩქარით მანევრირებადი ჰიპერნგერითი ბლოკების ჩაჭერა გამორიცხულია — სავარაუდო მოწინააღმდეგი ტექნოლოგიური ჩამორჩენის გამო.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0