საქართველოში კიდევ ორი კოვიდ-სასტუმრო ამოქმედდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსასტუმრო „რუსთავი“, სადაც კოვიდპაციენტები იმყოფებიან
სასტუმრო „რუსთავი“, სადაც კოვიდპაციენტები იმყოფებიან - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
კოვიდ-სასტუმროების რაოდენობის გაზრდის მიზეზი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ამ ტიპის სასტუმროებზე  მოთხოვნის ზრდაა.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. გართულებული ეპიდვითარების გამო, თბილისსა და ქუთაისში დამატებითი კოვიდსასტუმროები ამოქმედდა, იუწყება „პირველი არხი“.

კოვიდსასტუმროებში, იგივე კლინიკური სასტუმროებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებს ათავსებენ, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში მიეწოდებათ თერაპიული სერვისები, მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორები.

კოვიდსასტუმროები ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას ემსახურება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით სულ შვიდი კოვიდსასტუმრო მოქმედებს, რომელთაგანაც სამი დედაქალაქშია. გარდა ამისა, ქვეყანაში ფუნქციონირებს ექვსი საკარანტინე სასტუმრო.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
პირველი აფეთქება იანვრის შემდეგ - კორონავირუსის მესამე ტალღის ყველა ნიშანია სახეზეა

კოვიდინფექციის გავრცელების პიკურ პერიოდში, ნოემბერში, ქვეყანაში 78 კოვიდსასტუმრო ფუნქციონირებდა. საკარანტინე სასტუმროების მაქსიმალური რაოდენობა კი სექტემბერში დაფიქსირდა, როდესაც აღნიშნული დაწესებულებების რაოდენობამ 115 შეადგინა.

რაც შეეხება კოვიდკლინიკებს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების პიკზე ქვეყანაში 110 კოვიდკლინიკა ფუნქციონირებდა, ახლა კი მათი რაოდენობა 65-ია. ესენია, როგორც კოვიდკლინიკები, ისე ჰიბრიდული რეჟიმით მომუშავე სამედიცინო დაწესებულებები.

სპეციალისტების თქმით, ამჟამად საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის 2.333 თავისუფალი საწოლია.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და პაციენტების მისაღებად მზად არის.

ამჟამად 8 ათასი კოვიდპაციენტი მკურნალობის კურსს გადის კლინიკებში, კოვიდსასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებში.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში 18 კლასტერია, რომელიც ჯერჯერობით მართვადია, მაგრამ ყველაფერი ვირუსის მასობრივი გავრცელებისკენ მიდის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 290 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 278 ათასზე მეტი, ხოლო გარდაიცვალა - 3.894 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0