პირველი აფეთქება იანვრის შემდეგ - კორონავირუსის მესამე ტალღის ყველა ნიშანია სახეზეა

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგების დაკვირვებით, იზრდება არა მარტო ინფიცირების დღეღამური მაჩვენებელი, არამედ რეინფიცირების რიცხვიც

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. ინფიცირების ოთხნიშნა მაჩვენებელი, რომელიც იანვრის შემდეგ არ ყოფილა, ცხადყოფს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით მკვეთრი ნახტომი მოხდა, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის შეზღუდვებს ამსუბუქებს >>

მისი თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობა საგანგაშოა - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დღითიდღე უარესდება. ბოლო 24 საათში 1.374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლოჯერ ინფიცირებულთა რიცხვი ათასს 26 იანვარს გადასცდა, შემდეგ კი კლება დაიწყო.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება მოსალოდნელი იყო.

„კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე. ყველა რეგიონში ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებული გვაქვს. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, იმერეთი და სხვა რეგიონი. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სერიოზულად იმატებს ინციდენტობის მაჩვენებელი სამეგრელოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამყრელიძე: ქვეყანაში დღეის მონაცემებით გვაქვს დაახლოებით 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება

მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ ვირუსის მუტაციის გამო როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში რეინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება.

„სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება... ჩვენთანაც და ევროპაშიც წამყვანია ე.წ. ბრიტანული შტამი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სპეციალისტების თქმით, ამჟამად საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის 2.333 თავისუფალი საწოლია.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და პაციენტების მისაღებად მზად არის.

ამჟამად 8 ათასი კოვიდპაციენტი მკურნალობის კურსს გადის კლინიკებში, კოვიდსასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებში.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში 18 კლასტერია, რომელიც ჯერჯერობით მართვადია, მაგრამ ყველაფერი ვირუსის მასობრივი გავრცელებისკენ მიდის.

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭო გამოყოფს კონკრეტულ პირებს, რომლებსაც მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ საპატრიარქოსთან, რათა აღდგომის წინა დღეებმა რაც შეიძლება ორგანიზებულად და უსაფრთხოდ ჩაიაროს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 290 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 278 ათასზე მეტი, ხოლო გარდაიცვალა - 3.894 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0