საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის შეზღუდვებს ამსუბუქებს

© Sputnik / STRINGERგალის რაიონი
გალის რაიონი  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს სწორად ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრები პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის ხუთდღიანი აუცილებელი კარანტინი გააუქმა. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, ადრე 14-დღიანი კარანტინი მოქმედებდა, რომელიც მოგვიანებით 5-დღიანი ვადით შეიცვალა. მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის კი ახლა სავალდებულო კარანტინი საერთოდ უქმდება.

გარდა ამისა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში აუცილებელი სამედიცინო დახმარება ხუთდღიანი კარანტინის გავლის გარეშე მიიღოს.

მოქმედი შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში, მიმდინარე ეპიდვითარების შეფასების შემდეგ იქნება მიღებული.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს სწორად ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე ინფიცირების 290.129 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბავი
0