თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. 18 წლის გოგონა, რომელიც საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოდან საკუთარი ქორწილის წინ დაიკარგა, პოლიციამ მარნეულში იპოვა - ის სხვა მამაკაცზე დაქორწინდა, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.
ნარმინ ისაევას ორი დღე ეძებდნენ. ახლობლების თქმით, ის ექვსი თვის წინ თავის თანასოფლელზე დაინიშნა და ქორწილის გადახდას გეგმავდნენ. მაგრამ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გოგონა დაიკარგა.
გოგონას ნათესავები ვერ იჯერებენ, რომ ის სხვა მამაკაცს საკუთარი ნებით გაჰყვა და ამტკიცებენ, რომ მას უყვარდა ის მამაკაცი, რომელზეც გათხოვებას აპირებდა. გოგონას ნათესავები ამტკიცებენ, რომ ის გაიტაცეს.
ამასთან, გოგონას ნათესავების თქმით, ყოფილი საქმრო ოჯახს სთხოვს დაუბრუნონ ის ნივთები, რომლებიც მან ქორწილამდე თავის საცოლეს აჩუქა.