გაქცეული პატარძალი: საგარეჯოში გოგონა სახლიდან ქორწილის წინ გაიპარა

© photo: Pixabay / StockSnapპატარძალი
პატარძალი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
ერთ-ერთი ვერსიით, 18 წლის გოგონას გათხოვება არ უნდოდა და ის სხვა მამაკაცთან ერთად გაიქცა. ოჯახის წევრები ამ ვერსიას არ ადასტურებენ

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. პოლიცია ეძებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრ 18 წლის ნარმინ ისაიევას, რომელიც სახლიდან გუშინ გავიდა და მას მერე კავშირზე არ გამოსულა, იუწყება Rustavi-2.

გოგონამ სახლიდან წასვლის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, თუმცა ადგილსამყოფელი არ დაუკონკრეტებია.

დაკარგულის ოჯახის წევრებმა არ იციან სად შეიძლება იმყოფებოდეს გოგონა, ან რა შეიძლება გამხდარიყო წასვლის მიზეზი. მათი თქმით, ის 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დაინიშნა და  ქორწილს გეგმავდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, გოგონას გათხოვება არ უნდოდა და სხვა მამაკაცთან ერთად გაიქცა. მაგრამ ნარმინის ნათესავები ამ ვერსიას არ ადასტურებენ.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0