განათლების სამინისტრო სკოლების კონტროლს აძლიერებს

© Sputnik / STRINGERსკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
ქვეყანაში გაზრდილი კორონავირუსის შემთხვევების ფონზე სპეციალისტები ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებში განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების დროულად ჩართვას მოითხოვენ.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით სკოლებში მონიტორინგს აძლიერებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მოსწავლეები - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
COVID-19 სასწავლო დაწესებულებებში: განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს

სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიური ტესტირება ორკვირიანი ინტერვალით ტარდება. ტესტირება ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა შორის, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის უწყებასთან ერთად, ინფექციის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ახორციელებს.

„ამჯერად მიკრობიოლოგიური ლაბორატორია „ჰელსილაბის“ წარმომადგენლებმა თბილისის N133 სკოლის პედაგოგებისა და ტექპერსონალის ტესტირება მეხუთედ ჩაატარეს და, როგორც სკოლის ადმინისტრაცია ვარაუდობს, სათანადოდ დაცული ჰიგიენური პირობების გამო ვირუსი კვლავ არავის დაუდასტურდება. აღნიშნული სკოლა ერთ-ერთია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება“, – აცხადებენ უწყებაში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფს პედაგოგები და ბაღის აღმზრდელებიც დაემატებიან

უწყების ცნობით, ინფიცირების თავიდან ასაცილებლად სკოლებში კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოებაზე კონტროლი.

ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკ-ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით ადმინისტრაციას თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 105 პედაგოგი იმყოფება.

ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.374-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 290.129-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0