ბიზნესმენ დავით კოდუას ბრალი წარედგინა - მას 3 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ბიზნესმენი ბრალს არ აღიარებს, მაგრამ გამოძიებამ დაადგინა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას მან ცოლისა და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდება წაუყენა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
„სავარძელს დავეჯახე“ - დავით კოდუას მეუღლემ ჩვენება შეცვალა

როგორც გენერალური პროკურატურის ვებგვერდზეა აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2021 წლის 11 აპრილს თბილისში დავით კოდუამ ოჯახური ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში კოდუას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს დავით კოდუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

თავად ბიზნესმენი ბრალს არ აღიარებს.

ყველა ახალი ამბავი
0