თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. ოჯახური ძალადობისთვის დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას მეუღლემ ჩვენება შეცვალა და ახლა ქმრის დაცვას ცდილობს.
როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ნათია გედევანიშვილმა განაცხადა, რომ თვალი იმის გამო ჩაულურჯდა, რომ შემთხვევით სავარძელს დაეჯახა.
ბიზნესმენის მეუღლის სიტყვებით, მან პოლიცია ქმრისთვის შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად გამოიძახა.
ნათია კოდუამ უკვე მისცა ჩვენება პოლიციას.
საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა თბილისში „ოჯახური ძალადობის“ ბრალდებით დააკავეს.
ქართული მასმედიის ინფორმაციით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე კოდუას მეუღლემ გამოიძახა. მან ქმარი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა, რომელსაც ის მის და მათი უფროსი ქალიშვილის მიმართ ახორციელებდა.
თავად დაკავებულსა და მის ადვოკატს პრესასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.