ვარლამ გოლეთიანი: „მოვითხოვთ ნამოხვანში მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“

© Sputnik / STRINGER აქცია „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ
აქცია „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების კარვები გუშინ პოლიციამ სოფელ ნამოხვანიდან გაიტანა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სოფელ გუმათთან გადაინაცვლეს.

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თურქული კომპანია „ენკას“ ოფისთან მივიდნენ და თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

სამძებრო ოპერაცია რიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

მათ მოითხოვეს, მიეცეთ უფლება მშვიდობიანი პროტესტი ისევ სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე გააგრძელონ.

რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი უკვე 169-ე დღეა გრძელდება.

გუშინდლამდე აქციის მონაწილეები ღამეს ნამოხვანში გაშლილ კარვებში ათენებდნენ. 11 აპრილს კი პოლიციამ მათი კარვები აიღო და ნამოხვანში აქციის მონაწილეებს არ უშვებს. სამართალდამცველები ირწმუნებოდნენ, რომ კარვების აღება სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონის მოსალოდნელ ადიდებას უკავშირდებოდა. აქციის მონაწილეების მტკიცებით კი იმ ადგილზე, სადაც კარვები იყო გაშლილი, რიონის ადიდება არ ხდება, რადგან ამაღლებული ადგილია და მდინარის ადიდება უბრალოდ საბაბი იყო კარვების ასაღებად.

„მოვითხოვთ ნამოხვანში ჩვენი კარვების ადგილზე გადაადგილების უფლებას, რათა შევძლოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება, როგორც აქამდე ვიყავით და დავიბრუნოთ ის სივრცე, რომელიც გვქონდა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა შეკრების ადგილი შეიცვალა

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ის მიწის ნაკვეთი, სადაც გუშინდლამდე მათი კარვები იდგა და რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, დღეს კომპანია „ენკას“ ტრაქტორმა გადათხარა.

„ეს არის იმის დემონსტრირება, რომ  სახეში გაფურთხებენ, მაგრამ ჩვენ ამ დამოკიდებულებას პროვოკაციულად არ წამოვეგებით, რადგან ეს დააზიანებს ჩვენს საერთო საქმეს. მაგრამ არავინ იფიქროს, რომ მსგავს მოქმედებას ჩვენგან შესაბამისი რეაქცია არ მოჰყვება და კვალიფიკაცია არ მიეცემა“, – განაცხადა გოლეთიანმა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები გუმათში დაბრუნდნენ, სადაც ნამოხვანიდან გადატანილი კარვები აქვთ გაშლილი. გარდა ამისა, მათ ნამოხვანიდან ქუთაისის მიმართულებით გზა პროტესტის ნიშნად აქვთ გადაკეტილი. ისინი აცხადებენ, რომ გზა მანამდე იქნება გადაკეტილი, სანამ მშვიდობიანი პროტესტის ნამოხვანში გაგრძელების საშუალება არ მიეცემათ. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მოქალაქეებს, შეუერთდნენ მათ მშვიდობიან პროტესტს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ვარლამ გოლეთიანი მოუწოდებს შეკრებილებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და აგრესიაზე აგრესიით არ უპასუხონ.

შემდგომში აქციის ორგანიზატორები მასშტაბური აქციის ჩატარებას თბილისში აპირებენ, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

სპეცოპერაცია რიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
პოლიციამ „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა კარვების გატანა დაიწყო

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რათა ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ყველა ახალი ამბავი
0