რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ

© Sputnik / STRINGERპროტესტები „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
პროტესტები „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
რიონის ხეობაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. სოფელ გუმათთან რიონის ხეობაში „ნამოხვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობას 13 არასამთავრობო ორგანიზაცია უცხადებს.

რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი უკვე 169-ე დღეა გრძელდება.

გუშინდლამდე აქციის მონაწილეები ღამეებს ნამოხვანში გაშლილ კარვებში ათენებდნენ. 11 აპრილს კი პოლიციამ  მათი კარვები აიღო, მიზეზად კი რიონის მოსალოდნელი ადიდება დაასახელა. ის მიწის ნაკვეთი, სადაც გუშინდლამდე მათი კარვები იდგა და რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, დღეს კომპანია „ენკას“ ტრაქტორმა გადათხარა.

„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, სოლიდარობას ვუცხადებთ სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომელთა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება უხეშად ირღვევა სახელმწიფოს მიერ“, - ნათქვამია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.
ნათია თურნავა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტებს და არასამთავრობო სექტორს შეხვდება - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
ნათია თურნავა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტებს და არასამთავრობო სექტორს შეხვდება

განცხადებაში წერია, რომ ხანგრძლივი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რეპრესიებს რიონის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. ბოლო დღეების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოები თავად სცდებიან სამართლის ფარგლებს და მიზანმიმართულად, უკანონო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას, აღნიშნულია წერილში.

„მიუხედავად იმისა, ხელისუფლებას მართებულად მიაჩნია თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, იგი ვალდებულია, მოისმინოს ხალხის ხმა“, - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით შეკრების შესაძლებლობა დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია და ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობისა და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს.

იქ, სადაც არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და პროტესტი, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან: ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამეცნიერო წრეებთან, პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებთან, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

„მიუხედავად იმისა, სხვადასხვა იდეოლოგიის სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფები ემხრობიან თუ არა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას, ყველას საერთო მტერი არის ავტორიტარიზმი. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ხმის გაგონების ნაცვლად, მათ წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმებით მოქმედება საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის – ანუ უკლებლივ ყველასთვის“, – აღნიშნულია  განცხადებაში.
აქცია „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
ვარლამ გოლეთიანი: „მოვითხოვთ ნამოხვანში მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“

განცხადებას ხელს აწერენ: „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ (IDSD), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „უფლებები საქართველო“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI), „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, კავშირი „საფარი“, „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველო“, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ (RIVG), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED).

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რათა ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები გუმათში იმყოფებიან, სადაც ნამოხვანიდან გადატანილი კარვები აქვთ გაშლილი. ისინი მოითხოვენ, რომ მიეცეთ უფლება მშვიდობიანი პროტესტი ისევ სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე გააგრძელონ. ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ ნამოხვანში არ უშვებს. ვარლამ გოლეთიანი მოუწოდებს შეკრებილებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და აგრესიაზე აგრესიით არ უპასუხონ.

ყველა ახალი ამბავი
0