კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnikეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 359-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 288.755-ს მიაღწია.

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 359 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 202 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 46, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 40, იმერეთი – 19, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 14, გურია – 9, მცხეთა-მთიანეთი – 7, კახეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
COVID-19 საქართველოში – 12 აპრილის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 526 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 277.829-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 6 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.883-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 7.017 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.422 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.181, აჭარაში – 374, იმერეთში – 356.

380 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 79 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში – 5, იმერეთში – 8. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 295 ადამიანი, მათ შორის 184 – თბილისში, 106 – აჭარაში. 4.300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 188 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 85, ხოლო აჭარაში – 6. თვითიზოლაციაში იმყოფება 12.794 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6.497 პირი, აჭარაში – 1.996, იმერეთში – 942.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 359-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 288.755-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0