თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 359-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 288.755-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 277.829 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 526), გარდაიცვალა – 3.883 (ბოლო 24 საათში – 6), კარანტინის რეჟიმშია 188, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.422 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 295 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 13.685 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7,795, PCR–ტესტით – 5.890.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,62%, ბოლო 14 დღის – 2,31%, ბოლო 7 დღის – 2,51%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.