თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 506 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 240 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღეისათვის დადებითობის დღიური მაჩვენებელი შეადგენს 1,96%-ს, ბოლო 14 დღის - 2,16%-ს, ბოლო 7 დღის - 2,49%-ს.
ამ დროისათვის კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩაიტარა 18.287-მა ადამიანმა, ბოლო 24 საათში - 1.026 პირმა.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 66, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 13, გურია - 13, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 7.083 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.190 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.074, იმერეთში - 334, აჭარაში - 331.
370 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 76 პირი, მათგან თბილისში - 48, იმერეთში - 9, აჭარაში - 4.
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის 179 - თბილისში, 117 - აჭარაში.
საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 4.592 პირი გადის.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 198 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 86, ხოლო აჭარაში - 36.
თვითიზოლაციაში იმყოფება 11.900 ადამიანი, მათ შორის თბილისში 5.581 პირი, აჭარაში - 1.865, იმერეთში - 967.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 506-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 287.689-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 285 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 276.711-მდე გაიზარდა.ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 11 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.869 -ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.