შეიძლება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების არევა – ჯანმოს განმარტება

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
НовостиTelegram
შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca–ს ვაქცინის ირგვლივ გაჩენილი კითხვების გამო ბევრი ქვეყანა „დილემის“ წინაშე დადგა.

 

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ იცის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა პრეპარატებით ვაქცინაციას, ამიტომაც ვაქცინების „არევის“ რეკომენდაციას არ იძლევა. 

მამაკაცი და ძაღლი მანქანაში - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
მოერიდეთ ცხოველებს: ჯანმოს წარმომადგენელი ინფიცირებულებს აფრთხილებს

AstraZeneca–ს ვაქცინის შემდგომი სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბევრ ქვეყანაში კითხვა დაისვა: როგორ მოიქცნენ იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებმაც პრეპარატის პირველი დოზა უკვე მიიღეს და ორკომპონენტიანი აცრის კურსის დასრულებას ელოდებიან?

ადრე საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ 55 წელს ქვემოთ ასაკის პირებმა, რომლებმაც AstraZeneca–ს  ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს, მეორე დოზა შეუძლიათ სხვა პრეპარატით გაიკეთონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანმოს პრეკვალიფიკაციისა და რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა როჟერიუ პინტუ დე სა გასპარმა.

 „ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არაა მონაცემები იმის შესახებ, რომ ამაზე (ვაქცინების არევა – რედ.) რეკომენდაცია გავცეთ. ეს ერთადერთი პასუხია, რომელიც ახლა შეიძლება მოგცეთ“, – განაცხადა გასპარმა.

ყველა ახალი ამბავი
0