თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ადამიანს შეუძლია კორონავირუსით დაასნებოვნოს ცხოველი, რის შედეგადაც ვირუსის გენეტიკური მოდიფიკაციის საშიშროება ჩნდება, განაცხადა РИА Новости–სთან საუბრისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელნა მელიტა ვუინოვიჩმა.
„ამ დროისათვის ჩვენი რეკომენდაციაა, რომ COVID-19–ით დაავადებულმა და რისკის ჯგუფში შემავალმა ადამიანებმა შეზღუდონ კონტაქტები როგორც შინაურ, ისე სხვა ცხოველებთან. გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსები ადამიანებისა და ცხოველების პოპულაციებს შორის გადადის, შეიძლება მოხდეს ვირუსის მოდიფიკაცია და ამ ცვლილებებს პოტენციურად შეუძლია შედეგები ჰქონდეს ადამიანების დაავადების კუთხით“, — განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ადამიანს შეუძლია ვირუსი გადასდოს ძაღლებს, კატებს, წაულებს, ლომებს, ვეფხვებსა და ენოტისმსგავს ძაღლებს. ამ სახეობების ყველა ცხოველს, რომლებსაც COVID–19–ით დაავადებულ ადამიანებთან ჰქონდათ კონტაქტი, კორონავირუსი დაუდასტურდა.
შესაბამისად, ინფიცირებულმა ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ ცხოველების კვებისა და მოფერებისგან.
ვუინოვიჩის განმარტებით, ამ დროისათვის კვლავ გრძელდება ვირუსის სხვა სახეობის ცხოველებზე გავლენის შესწავლა.
აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოს რუსეთში დარეგისტრირდა მსოფლიოში პირველი ვაქცინა ცხოველებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგოდ, სახელწოდებით „კარნივაკ-კოვი“. პრეპარატი ორგანიზაცია „ცხოველთა ჯანდაცვის ფედერალურ ცენტრში“ შეიქმნა.