დარეგისტრირებულია მსოფლიოში პირველი კოვიდ-ვაქცინა ცხოველებისთვის

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშივაქცინის წარმოება
ვაქცინის წარმოება - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
ოქტომბერში დაწყებულმა კლინიკურმა კვლევებმა პრეპარატის უსაფრთხოება და მაღალი ეფექტურობა დაადასტურა.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. დარეგისტრირებულია მსოფლიოში პირველი ვაქცინა ცხოველებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგოდ, სახელწოდებით „კარნივაკ-კოვი“, იუწყება სააგენტო РИА Новости „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელის მოადგილის კონსტანტინ სავენკოვის განცხადებაზე დაყრდნობით.  

ამერიკა, ვაშინგტონი, თეთრი სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
აშშ დეტალურად სწავლობს ჯანმოს მოხსენებას კორონავირუსის წარმოშობის შესახებ

პრეპარატი ორგანიზაცია „ცხოველთა ჯანდაცვის ფედერალურ ცენტრში“ შეიქმნა.

„კარნივაკ–კოვის“ კლინიკურ გამოცდებში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, ჩართული იყო ძაღლები, კატები, პოლარული მელიები, წაულები, მელიები და სხვა ცხოველები. კვლევების შედეგები იძლევა საშუალებას დავასკვნათ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ახასიათებს მაღალი იმუნური აქტიურობა, ვინაიდან ყველა ვაქცინირებულ ცხოველს შემთხვევათა ას პროცენტში გამოუმუშავდა ანტისხეულები კორონავირუსის მიმართ“, — განუცხადა სავენკოვმა ჟურნალისტებს.

ამ დროისათვის „როსსელხოზნადზორი“ სწავლობს, რა ხნის განმავლობაში შენარჩუნდება ანტისხეულები ვაქცინირების შემდეგ. სავენკოვის თქმით, ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი ექვს თვეს შეადგენს.

პრეპარატის მასობრივი წარმოება აპრილში დაიწყება „ცხოველთა ჯანდაცვის ფედერალური ცენტრის“ ბაზაზე.

ამასთან სავენკოვმა განმარტა, რომ ვაქცინას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ზოგი სახეობის ცხოველი კორონავირუსის მიმართ მგრძნობიარეა და ისინი COVID-19-სგან განსხვავებული კორონავირუსებითაც შეიძლება დაინფიცირდნენ. 

ყველა ახალი ამბავი
0