მოსაზრება: ვინ და რატომ ლაპარაკობს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე

© photo: Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშიმთავრობის სახლი კიევში
მთავრობის სახლი კიევში - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
დონბასში ომის, ანუ რუსეთის თავდასხმის მოლოდინში ვითარების დაძაბვა კიევის მთავარი პროვოკაცია არ არის. უფრო სახიფათო ვლადიმირ ზელენსკის სამშაბათის განცხადებაა.

პიოტრ აკოპოვი

„ჩვენ ვისწრაფვით არმიისა და თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისკენ, მაგრამ მარტო რეფორმებით რუსეთს ვერ შევაჩერებთ. ნატო — ეს დონბასში ომის დამთავრების ერთადერთი გზაა. ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა ნამდვილ სიგნალად იქცევა რუსეთისთვის“, - თქვა მან სამშაბათს. 

ამერიკული თვითმფრინავი ლვოვის აეროპორტში  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
„სულ დონბასის გამო“: რას აკეთებს აშშ–ის არმია ევროპაში

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ალიანსის გენერალურ მდივან ისენს სტოლტენბერგს უთხრა და იგივე გაიმეორა იმავე დღეს ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ–მინისტრებთან შეხვედრისას. ზელენსკის სურს, რომ სამოქმედო გგემაში კონკრეტულად გაიწეროს ინტეგრაციის ნაბიჯები და გაწევრიანების ვადები. მისი პრემიერი ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ უკრაინა ალიანსთან (და ევროკავშირთანაც) მიერთებას ხუთი–ექვსი წლის განმავლობაში შეძლებს. ზელენსკის სიტყვებზე ნატოს სახელმწიფოების საჯარო რეაქცია პროგნოზირებადი იყო — ვაშინგტონში ზოგად ფრაზებს ამბობენ იმის შესახებ, რომ ისინი კი არიან თანახმა, მაგრამ გადაწყვეტილება ნატოს ყველა წევრმა უნდა მიიღოს (ანუ, არაო). ხოლო როგორც ბერლინში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ „უკრაინას თავისუფალი პოლიტიკური არჩევანი აქვს, ახლა წევრობასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები გათვალისწინებული არ არის“.

ნუთი ზელენსკის მართლაც სჯერა, რომ უკრაინას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიიღებენ? დიახ, და ამაშია უკრაინის არსებობისთვის გამოტანილი განაჩენი.

იმიტომ რომ უკრაინას არ შეუძლია იყოს ნატოს წევრი. სსრკ–ს დაშლის შემდეგ ისტორიული რუსეთის ტერიტორიის ნაწილზე წარმოქმნილი სახელმწიფო უკრაინა უბრალოდ ვერ გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი, რომელიც ანგლოსაქსებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნეს სსრკ–ს წინააღმდეგ.

გრაფიტი კედელზე: მონა ლიზა ნიღბით - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
მოსაზრება: ევროკავშირის ლიდერებს მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბება სურთ

უკრაინის ელიტებს შეიძლება ეს სურდეთ, ხალხის ნაწილიც (თანაც, დიდი) მხარს უწერდეს ამ ნაბიჯს, მაგრამ ეს შეუძლებელია და არ მოხდება. რატომ? იმიტომ, რომ ნატო არსით რუსეთის შეკავებისკენაა მიმართული (მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმით არსებობს ის), ხოლო უკრაინა — ეს ისტორიული რუსეთის ნაწილია.

მაგრამ უკრაინის ანტირუსეთად გადაქცევა რომ სურთ, რატომ არ შეიძლება, რომ ისიც რუსეთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყოს?

იმიტომ, რომ უკრაინა თავისი არსით არის ობიექტი, რომისთვისაც ომი მიდიდს რუსეთსა და დასავლეთს შორის. დასავლეთი ცდილობს, რუსეთს მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი წაართვას, გეოპოლიტიკური საზღვრების დიდი გადანაწილება მოაწყოს და რუსეთი აღმოსავლეთისკენ მისწიოს. რუსეთისთვის კი უკრაინის ორიენტაცია განუხილვად საკითხებს მიეკუთვნება: ის ვერ დაუშვებს იმის დაკარგვას, რაც მისი სახელმწიფოებრიობის წყაროსა და საფუძველს წარმოადგენს. ორ სახელმწიფოდ დროებითი გაყოფა (რაც უკვე მოხდა ისტორიაში) გადალახვადია, მაგრამ ატლანტიზაცია, ანუ რუსეთის ჩართვა უცხო გეოპოლიტიკურ სივრცეში, თანაც არა უბრალოდ ევროპულში (ანუ რუსეთისთვის ხან მტრულში და ხან უბრალოდ მოწინააღდეგეში), არამედ ატლანტიკურში (თავისი არსით მტრულში), აბსოლუტურად მიუღებელია რუსეთისთვის.

უკრაინის გეოპოლიტიკური კუთვნილების საკითხი ამგვარად რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება — თანაც თუ რუსეთისთვის ოს განუხილვადია, დასავლეთის პოზიცია სულაც არ არის ესოდენ პრინციპული. თანაც სიტყვით კი არა, საქმითაც.

ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
მოსაზრება: ვინ ცრის დასავლეთს სუსტი დამოუკიდებლოების ვირუსზე

არის კი მზად დასავლეთი რუსეთთან უკრაინის გამო ბრძოლისთვის? არა, იმიტომ რომ მისთვის ფსონზე ის არ დევს, რაც რუსეთისთვის. თანაც ეს დასავლეთის ორივე ნაწილს ეხება — ანგლოსაქსებსაც და ევროპელებსაც (ანუ გერმანელებს) რაღა თქმა უნდა, მარტო ის კი არ სურთ, რომ უკრაინისა და რუსეთის დროებითი გაყოფა მუდმივში გადაიყვანონ, არამედ ისიც, რომ ის თავიანთ ისტორიულ სავრცეში, თავიანთ გეოპოლიტიკურ პროექტში ჩართონ. მაგრამ ამისთვის დასავლეთს მარტო რუსეთის  წინააღმდეგობის დაძლევა კი არ მოუწევს (რაც შეუძლებელია, მაგრამ ეს ცალკე თემაა), არამედ შორს მიმავალი ისტორიული არჩევანის გაკეთებაც.

 დასავლეთმა სტრატეგიული ფსონი რუსეთთან მტრულ დამოკიდებულებაზე უნდა დადოს — ანუ იმაზე, რომ უკრაინის მიტაცებით რუსეთს მტრად მოიკიდებს.  ვითომ მტრულად კი არა, როგორსაც ამას საინფორმაციო ომებში ხატავენ, არამედ რეალურ  მტრულად. იმიტომ რომ რუსეთი არასდროს შეურიგდება „რუსული ქალაქების დედის“ დაკარგვას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლეთისა და განსაკუთრებით ევროპის მთელი შემდგომი სტრატეგია და გეოპოლიტიკური დაგეგმვა  ამ მარტივ ფაქტს დაექვემდებარება.

როგორც ბისმარკი ამბობდა: „ომის ყველაზე წარმატებული შედეგიც კი ვერასდროს დაშლის რუსეთის ძირითად ძალას, რომელიც მილიონობით რუსს ეფუძნება... ისინი, თუნდაც მთლად დაფლითო საერთაშორისო შეთანხმებებით, ისე სწრაფად გაერთიანდებიან კვლავ, როგორც ვერცხლისწყლის წვეთები“.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
მოსაზრება: ევროპა ვერ ირიდებს ვალდებულებებს რუსეთის შეკავებაზე

ვის სჯერა დასავლეთში უკრაინის ნამდვილად მიტაცებისა და ატლანტიზაციისა? მხოლოდ ძალიან მიამიტებსა და ისტორიაში სრულიად გაუცნობიერებელ ადამიანებს, ან მათ, ვისაც ევროპისთვისაც მიუფურთხებია და მათ, ვისაც შეგნებულად სურთ რუსებისა და ევროპელების ერთმანეთისთვის მიქსევა. არიან ასეთები ატლანტისტურ ელიტაში? რა თქმა უნდა, მაგრამ ამჟამინდელი ელიტის ძირითად მასას (სტრატეგიულად მოაზროვნე ანალიტიკოსების ჩათვლით) ესმის, რაოდენ საშიში ავანტიურაა უკრაინის ატლანტიზაციის იდეაც კი. საშიშია ევროპისთვის — ევროკავშირის ფორმატში თუ დამოუკიდებელი სახელმწიფოების სახით.

ერთიანი ევროპის ჯერჯერობით წარმატებულმა მშენებლობამ, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა ევროპული ელიტების ნაწილის რეალობის შეგრძნებაზე. მათმა ნაწილმა, არიან რა ერთგული ატლანტისტები, სულაც დაიჯერეს, რომ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი დასავლეთის ნებასა და ძალაზეა დამოკიდებული, რომ ისტორიის დავიწყება და მეზობელი ცივილიზაციებისთვის ანგარიშის გაუწევლობა შეიძლება.

ატლანტიკური (ანგლოსაქსური) გლობალიზაციის პროექტის კრიზისის დროსაც კი ევროპული ელიტების სხვა ნაწილს სჯერა, რომ ევროინტეგრაციაზე კონტროლის უნარს ინარჩუნებს.

გერჰარდ შრედერი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
მოსაზრება: რატომ შეახსენა გერჰარდ შრედერმა გერმანელებს რუსეთთან ომები

მაგრამ ასეთ დამოუკიდებელ ერთიან ევროპასაც კი არ შეუძლია თავს უფლება მისცეს, ურთიერთობები არ იქონიოს მთავარ მეზობელთან, რუსეთთან, მით უმეტეს ჰქონდეს მტრული ურთიერთობა. ღირს კი უკრაინაზე გამოკიდება და ერთიანი ევროპის დაკარგვა? სიხარბის ესოდენ დამაბრმავებელ დონემდე ვროპელები ჯერ არ მისულან.

რა რჩებათ მათ? იმის იმედი, რომ რუსეთი დროთა განმავლობაში როგორღაც თავად დასუსტდება, ქაოსში ჩაეფლობა და მაშინ ნამდვილად აღარ ეცლება უკრაინისთვის. აი მაშინ კი ნამდვილად იქნება შესაძლებელი უკრაინის დასავლური სამხედრო–პოლიტიკური ქოლგის ქვეშ მოქცევა. მაგრმა ამის იმედი დღითიდღე სუსტდება, ხოლო ევროპისა და რუსეთის განვითარების ტენდენცია მსგავს გათვლებს სულ უფრო  და უფრო მოჩვენებითს ხდის.

ამიტომ არანაირი რეალური გეგმები უკრაინის ნატოში გაწევრიანებისა ევროპელებს არ აქვთ, ისევე როგორც რუსეთის გაბრაზების სურვილი ამ თემაზე ლაპარაკითაც კი.

ხოლო ის ევროპელები, რომლებიც მაინც მზად არიან რუსეთის გასაღიზიანებლად უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე საუბრით, თავად ევროპელებმა უნდა აღიქვან რეალურ და ძალიან სახიფათო პროვოკატორებად.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0