მოსაზრება: ევროკავშირის ლიდერებს მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბება სურთ

© AP Photo / Mosa'ab Elshamyგრაფიტი კედელზე: მონა ლიზა ნიღბით
გრაფიტი კედელზე: მონა ლიზა ნიღბით - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
ამ დღეებში გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება, რომლესაც ხელს ბორის ჯონსონი, ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი, ჯანმოს გენდირექტორი და ათობით სხვა სახელმწიფოს ლიდერები აწერენ ხელს, დეტალურ ყურადღებას იმსახურებს.

ვიქტორია ნიკოფოროვა

დააფიქსირეს რა, რომ ეროვნული მთავრობები ვერ გაუმკლავდნენ პანდემიის შედეგებს, მათ კაცობრიობას მსოფლიო მთავრობის დაქვემდებარებაში შეძლებისდაგვარად სწრაფად გადასვლა მოსთხოვეს. ამ მთავრობაში, როგორც ჩანს, ისინი უკვე დღეს იჯავშნიან თბილ ადგილებს.

გადამწვარი ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
მოსაზრება: როგორ თამაშობენ ამერიკელები კლიმატის თემით

ფორმალურად  საუბარია მხოლოდ „პანდემიასთან ბრძოლის მსოფლიო შეთანხმებაზე“, მაგრამ კოლექტიური წერილის თანმხლები რემარკებიდან ჩანს, რომ წერილის ავტორების ამბიციები უფრო დიდია. თავად კორონავირუსის პანდემიას  ისინი „მსოფლიო საზოგადოებისთვის უდიდეს გამოწვევად“ აფასებენ 1940–იანი წლების შემდეგ და შემოთავაზებულ შეთანხმებას პირდაპირ ადარებენ 1945 წლის იალტის შეთანხმებას.

ადამიანურად ეს ინიციატივა გასაგებია. ჯონსონი მერკელი და შესაძლოა მაკრონიც, კლასიკური Lame Duck–ები არიან („კოჭლი იხვი“ – ამერიკულ პოლიტიკურ სლენგში აშშ–ის იმ პრეზიდენტების მეტსახელი, რომლებსაც პოსტის დატოვება მალევე მოუხდათ, — რედ.). ფრაუ კანცლერი პოლიტიკურ „მოუსავლეთში“  უკვე დეკემბერში მიდის, მაკრონის პერსპექტივები მომდევნო არჩევნებში მეტად არასახარბიელოდ გამოიყურება, ინგლისელების უმეტესობას კი აღარ სურს ჯონსონის პრემიერ–მინისტრად ხილვა. მაგრამ  თავად მათ კვლავაც უნდათ „საჭის ტრიალი“. 

გაუგებარი სხვა რამაა: რისი შეთავაზება შეუძლიათ ამ „ჩამოყრილ მფრინავებს“ მსოფლიოსთვის? თავიანთი მართვის გამოცდილებისა? მაგრამ საკუთარი ქვეყნების დონეზე ისინი უკიდურესად ცუდად გაუმკლავდნენ საქმეს. უაზრო ლოკდაუნების ჯაჭვმა მცირე და საშუალო ბიზნესები გააკოტრა და პრაქტიკულად ჩაკლა ტურისტული სექტორი. ობამას უკვდავი გამონათქვამი რომ მოვიშველიოთ, ევროპის ეკონომიკა „ნაფლეთებად დაიგლიჯა“.   

ვაქცინაციის ისტორია უსასრულო სკანდალებში გადაიზარდა. უკიდურესობამდე ნევროტიზებული მოსახლეობა რეგულარულად გამოდის ქუჩებში და ძალოვანებს უპირისპირდება. მთავრობები ამის პასუხად კიდევ უფრო „უჭერენ ქანჩებს“, აწესებენ დრაკონულ ჯარიმებს, ატარებენ აშკარა სეგრეგაციას კოვიდ–პასპორტების სახით და მოსხლეობის სიცოცხლის რისკით, ჯიუტად ამბობენ უარს რუსულ ვაქცინაზე.

ელიოტ ჰიგინსი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
მიმოხილვა: ფეიკების ფაბრიკა და მისი ნამდვილი მფლობელები

იმავდროულად, ქვეყნები, რომლებსაც შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდნენ „განვითარებადებად“, წარმატებით უმკლავდებიან ვირუსს — იძენენ რუსულ ვაქცინას და, სარგებლობენ რა ევროპელი პარტნიორების ვარდნით, საკუთარ ეკონომიკებს ააქტიურებენ.

მთელი გასული წელი ეპიკურ მარცხად იქცა ევროპის ლიდერებისთვის. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადონ და პენსიებზე გავიდნენ, მოულოდნელად გადაწყვიტეს, მსოფლიო მთავრობაში დაინიშნონ თავები. კონსპიროლოგები ამაზე კი გვაფრთხილებდნენ, მაგრამ ის არ უთქვამთ, რაოდენ უგუნური სახე ექნებოდა ამას.

მსოფლიოს მართვის პრეტენზიის მქონეები ამაყად გვამცნობენ, რომ მათმა ქვეყნებმა ისეთი კრახი განიცადეს, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ განუცდიათ.  მთელი საქმეკი ისაა, რომ ეს კრახი პირადად მათი ორგანიზებულია — ამას ვერანაირი კორონავირუსი მარტო ვერ გააკეთებდა. შედეგად, მოსახლეობა უმუშევრად დარჩა — პერსპექტივის გარეშე და მხოლოდ მთავრობის სოციალური დახმარების იმედად.

ამ შესანიშნავმა ხელმძღვანელებმა გასული წლის განმავლობაში ფაქტობრივად სამხედრო მოქმედებები წამოიწყეს საკუთარი ხალხების წინააღმდეგ. მილიონობოთ ადამიანი სიღატაკის ზღვარზე აღმოჩნდა. მაგრამ ვისთვის ომია მშობელი და ვისთვის – დედა (რუსული ანდაზა Кому война, кому мать родна, — რედ.). ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ შექმნილი ვითარება მა „ახალ იალტაზე“ კარტ–ბლანშს აძლევს.

შემოთავაზებული მსოფლიო მთავრობის მთავარი „ფიშკა“ ისაა, რომ მასში არავინ არავის არ აირჩევს. ამერიკულმა და ინგლისურმა მედიამ უკვე აგვიხსნა, როგორ გაფორმდება ეს ყველაფერი. მაგალითად, ჟურნალი The Week–ი მსოფლიოს სათავეში ერთი ადამიანის ჩაყენებას გვთავაზობს, რომელსაც „იმპერატორის“ ტიტული მიენიჭება.

ეკრანი არჩევნების შედეგებით აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2020
მოსაზრება: რუსი ჰაკერები ისვენებენ, ანუ ვინ მიიტაცა ნამდვილი ხელისუფლება აშშ-ში

შესაძლოა იმპერატორის ნაცვლად „პოლიტბიურო“ ჩამოყალიბდეს. მაგრამ ბრიუსელის ბიუროკრატიის არსებობის გამოცდილება გვკარნახობს, რომ ჩვენ აზრს არავინ შეგვეკითხება. უბრალოდ პატივცემული ადამიანები შეიკრიბებიან და ვინც საჭიროა, სადაც საჭიროა, იქ დანიშნავენ.  და ეს მოღვაწეები პოსტებზე როდინობის კვირამდე იქნებიან. არანაირი დემოკრატია და არანაირი არჩევნები.

მსოფლიო მთავრობის პოტენციური წევრები მოქმედების პროგრამაზე დუმილს ამჯობინებენ. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ პანდემიები ახლა ერთმანეთს მოჰყვება. ასე რომ, ვაქცინირების რეჟიმი და კოვიდ–პასპორტები სამუდამოდ დაგვრჩება.

„დიდ გადატვირთვას“ იგივე პატივცემული ადამიანები ლობირებენ, რომლებიც მსოფლიო მთავრობის დანიშვნას გვიპირებენ. ნათელია, რომ ევროპის ომი საკუთარი მოსახლეობის წინააღმედგ ჯერაც არ დასრულებულა. ხელმძღვანელობის გეგმა სამრეწველო წარმოების საბოლოო განადგურებაა. ეს ევროპის ხალხებს მასობრივი უმუშევრობითა და სიღარიბით ემუქრება. სულიერი საზრდოს სახით მხოლოს ტრანსგენდერები და ლგბტ–თემიღა დარჩება. ქრისტიანულს ეკლესიებს დახურავენ, როგორც იდეური ვირუსებისა და ინფექციების სანერგეს.

სრულიად გაუგებარი რჩება ერთი საკითხი იმის შესახებ, როგორ იგეგმება თითქმის რვა მილიარდი ადამიანის გადასვლა მსოფლიო მთავრობის დაქვემდებარებაში. რა სახე ექნება იძულების აპარატს, ვინ განახორციელებს გაულიტერების (ბელადების) ძალოვან მხარდაჭერას ადგილებზე, პარტიზანების დაცვას ტყეებში, ამ ბოხებულების წამებას სპეციალურ ციხებში? ნა ტოს თანამშრომლებით გაზავებული გაეროს ყოფილი სამშვიდობოები? იქნებ გერმანიისა და საფრანგეთია გაერთიანებული არმია, რომლის შექმნაზეც უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ მაკრონი და მერკელი?

ამერიკული თვითმფრინავი ლვოვის აეროპორტში  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
„სულ დონბასის გამო“: რას აკეთებს აშშ–ის არმია ევროპაში

ამ ტრაგიკომიკურ განცხადებაზე ხელისმომწერთა ჩამონათვალი ნატიფ სიამოვნებას გვანიჭებს. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მასში არ არის არც აშშ, არც ჩინეთი, არც რუსეთი, არც ინდოეთი, არც ბრაზილია, არც ნექსიკა, არც კანადა, არც იაპონია. ანუ ჩამონათვალში არ არის გაეროს წევრი დაახლოებით 170 ქვეყანა.

სამაგიეროდ დოკუმენტს ხელს აწერს ჯანმოს გენერალუეი დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი. ამაში არაფერია გასაკვირი. მისი ორგანიზაცია იმთავით ამაზე იყო მორგებული. ჯანმოს შემქმნელი ბროკ ჩისჰოლმი მსოფლიო მთავრობის იდეის ღიად ფანატიკოსი ადეპტი გახლდათ. არ გასულა ასი წელი და მის იდეას შანსი გაუჩნდა.

მომავალი მსოფლიო მთავრობის წევრებს შორის არიან ისეთი გეოპოლიტიკური ტიტანები, როგორებიცაა: ფიჯი, ალბანეთი, ტრინიდადი და ტობაგო. სიის ბოლოსკენ კი უკრაინაც ჩანს — ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერით.

უნებურად გებადება მოსაზრება, რომ მსოფლიო მთავრობის მთელი ეს ფანტასმაგორია სწორედ უკრაინელებისთვის წამოიწყეს. ევროპისთვის, რომელმაც საკუთარ თავს სიღარიბის განაჩენი გამოუტანა, ასეთი მოკრძალებული ტერიტორიაც კი შესანიშნავ კოლონიად გამოიყურება. იქ შავმიწა ნიადაგიცაა, ვაშლიც, სალაც და იაფი და უპრეტენზიო მუშა–ძალაც. სხვა საქმეა, როგორ შეინარჩუნებენ ამ ტერიტორიას მორჩილებაში.

შვიდი წლის წინ მიამიტ უკრაინელებს ევროპაში გაწევრიანებით იტყუებდნენ. ამ ქიმერის გულისთვის რუსეთის ახლო ნათესავმა მოსახლეობამ თავისი ქვეყანა ცხოვრების აფრიკულ დონემდე დასწია. უკრაინელებს თანდათანობით გაუჩნდათ ეჭვები, რომ სატყუარას ვერასდროს მიაღწევენ.

და უეცრად უკრაინელებს მსოფლიო მთავრობაში დაუძახეს. რუსებს არ ეძახიან, უკრაინელებს კი დაუძახეს. ეს უკვა ახალი და უფრო დიდი სატყუარაა. მის დევნაში სრულიად შესაძლებელია, კიდევ ათი წელი გავიდეს. მერე კი ევროპელი პატივცემული ადამიანები კიდევ რაღაცას მოიგონებენ მათთვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0