თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. მოზამბიკში ბოევიკებმა 12 უცხოელს თავები მოკვეთეს, დაღუპულთა ეროვნების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს, იუწყება გაზეთი Times პოლიციაზე დაყრდნობით.
ტრაგედია მოხდა ქალაქ პალმაში, რომელიც ბოევიკებმა ხელში ჩაიგდეს. პოლიციის განცხადებით, დაღუპულებს სიკვდილით დასჯამდე ხელები შეუკრეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2 აპრილს ტერორისტებმა დატოვეს პალმა. ბოევიკების შეტევის შემდეგ ქალაქი ასევე რვა ათასზე მეტმა ადგილობრივმა დატოვა.
დაღუპულთა ეროვნების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
წინასწარი ინფორმაციით, ქალაქს თავს დაესხნენ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამის სახელმწიფოს“ წარმომადგენლები.