ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება

© photo: Folklore Centre / FBფოლკლორის ცენტრი
ფოლკლორის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
ქართველი მომღერალი, გამოჩენილი ლოტბარი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 31 მარტს კორონავირუსით გარდაიცვალა

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული კულტურის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილის აღსანიშნავად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ქართველი მომღერალი, ლოტბარი და ფოლკლორის გამორჩეული ქომაგი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში კორონავირუსის დიაგნოზით 31 მარტს გარდაიცვალა. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

მთაწმინდის პანთეონი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
ანზორ ერქომაიშვილს უკანასკნელ გზაზე დაემშვიდობნენ

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ხალხური შემოქმედების ნიმუშების მოვლა-დაცვის, შეკრების, კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეს 1936 წლიდან ემსახურება. თავდაპირველად ცენტრს მიხეილ მგალობლიშვილი ხელმძღვანელობდა, კონსულტატი კი ვახტანგ კოტეტიშვილი იყო. დღეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს რეგიონებში წარმომადგენლობებისა და სალოტბარო სკოლების გახსნაა, რაც ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციასა და შენახვას ემსახურება.

რაც შეეხება ანზორ ერქომაიშვილს, ის 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. 1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.

ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ეწოდა>>

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

ყველა ახალი ამბავი
0