12:20 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

გამოჩენილი ქართველი ლოტბარი და ფოლკლორისტი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულების შედეგად 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზს გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, ფოლკლორის გამორჩეული ქომაგის ანზორ ერქომაიშვილის სახელი ეწოდა, ნათქვამია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით 31 მარტს გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დარბაზი, თავის დროზე ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის აქტიური მონაწილეობით გაიხსნა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. 

„ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის ულამაზეს დარბაზს, რომელიც სწორედ ამ დიდ მოღვაწესთან ერთად გავხსენით, დღეიდან ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის დარბაზი ერქმევა“, განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ანზორ ერქომაიშვილს ხვალ, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

გამოჩენილ ლოტბარსა და მუსიკოსს, ანსამბლების „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელ ანზორ ერქომაიშვილს 2020 წლის 10 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

 

მთავარი თემები