დედამ შვილის საცოლეში 20 წლის წინ დაკარგული ქალიშვილი იცნო: ვრცელდება ფოტოები

© Photo: Pixabay / Pexels ქორწილის ცერემონია
ქორწილის ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
ისტორია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, საოცრად ჩამოჰგავს ინდური ფილმის სიუჟეტს, თუმცა მასში გამოგონილი არაფერია

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. რამდენიმე დღის წინ ჩინეთის სუჩჟოუს პროვინციაში ინდური ფილმის მსგავსი ისტორია მოხდა, როდესაც ქალმა ვაჟის ქორწილზე საპატარძლოში ოცი წლის წინ დაკარგული ქალიშვილი ამოიცნო, წერს Daily Star–ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, დედამ საქორწინო ცერემონიისას ყურადღება მიაქცია პატარძლის ხელზე თანდაყოლილ ლაქას, რომელიც წვეთი წყალივით ჰგავდა მისი უგზოუკვლოდ გაუჩინარებული გოგონას „ბუნებრივ ნიშანს“.

აღელვებული ქალი საპატარძლოს მშობლებთან მივიდა და ჰკითხა, ხომ არ იყო მათი გოგონა ნაშვილები. მშობლები საოცრად დააბნია შეკითხვამ, ვინაიდან ამ საიდუმლოს შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

თავიდან მათ არც კი უნდოდათ ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამოტყდნენ, რომ ბავშვი მათ დაახლოებით ოცი წლის წინ ეპოვათ გზის პირას და ისე აღეზარდათ, როგორც საკუთარი შვილი.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2020
დედამ 32 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვა: ვრცელდება შეხვედრის ამაღელვებელი ვიდეოკადრები

ამის გაგონებაზე ქალიცა და საპატარძლოც ხმამაღლა ატირდნენ. როგორც ნაპოვნმა გოგონამ თქვა, „ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრა იმაზე დიდი ბედნიერება იყო, ვიდრე თავად ქორწილი“.

თუმცა „ინდური“ ისტორია ამით არ დასრულებულა. გამომდინარე იქიდან, რომ საქმრო და საცოლე ბიოლოგიური და–ძმა იყო, მათი დაქორწინება მაშინვე გამოირიცხა. მაგრამ ბედნიერმა დედამ მაშინვე განმარტა, რომ ქალ–ვაჟის შეუღლებას არაფერი არ უშლიდა ხელს, ვინაიდან ბიჭი მისი ღვიძლი შვილი არ იყო. გაირკვა, რომ მას შემდეგ, რაც ქალს დაკარგული გოგონას პოვნის იმედი გადაეწურა, ბავშვთა სახლიდან აიყვანა ბიჭი გასაზრდელად.

ასე რომ ქორწილი საბოლოოდ მაინც შედგა.

ყველა ახალი ამბავი
0