თბილისში სამშენებლო ამნისტია გამოცხადდება: პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliმიშენებები კორპუსზე
მიშენებები კორპუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
„ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისში უკანონოდ აშენებულ ნაგებობებს ამნისტია შეეხოს.

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები დაიწყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

საქართველოში უკანონო მშენებლობისთვის დაკისრებულ ჯარიმებს ამნისტია შეეხება>>

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველო“ მერიასთან ერთად მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც შეეხება იმ უნებართვო მშენებლობებს, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გვერდით მცხოვრებთ პრობლემებს არ უქმნის. ასევე საუბარია ჯარიმების მოხსნაზე. შედეგად – ათიათასობით მოქალაქე დაირეგისტრირებს ბინებს და მიშენებებს, ექსპლუატაციაში ჩაბარდება სახლები და ბინები, მოქალაქეები აბონენტად დარეგისტრირდებიან.

მრავალსართულია სახლები სპორტის სასახლის მიმდებარედ - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
„ურბანული გენოციდის“ მაგალითი: კალაძე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის შესახებ

როგორც კალაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო პაკეტი 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულებულ მშენებლობებზე დაფიქსირებული დარღვევების პატიებასა და მათ საფუძველზე გამოწერილი ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმებას ითვალისწინებს.

„ამ გადაწყვეტილებას დედაქალაქის მოსახლეობა ელის. არსებობენ ადამიანები, რომელთა საცხოვრებელი სახლები არ არის შესული ექსპლუატაციაში, რადგან წლების წინ მშენებლობისას გადაცდომებს ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა როგორც სამშენებლო დარღვევების პატიება, სამართლებრივი ტვირთის მოხსნა სამშენებლო კომპანიებსა და უძრავი ქონების მესაკუთრეებზე, ასევე პასუხისმგებლობის დამძიმებაც მსგავსი ტიპის დარღვევების ასარიდებლად.

როგორც კალაძემ განმარტა, საკანონმდებლო პაკეტი მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან მშენებლობის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
დიდ დიღომში რამდენიმე უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო

„ჩვენ სამშენებლო დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა გავზარდეთ, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. ზოგი სამშენებლო კომპანია პროექტის მიღმა სამუშაოებს ახორციელებს, აკეთებს დაშენებებს. ჩვენ, ამნისტიის საშუალებით, ასეთ ნაგებობებს ექსპლუატაციაში ვიღებთ, რადგან ამის მიღმა ოჯახები დგანან“, - განაცხადა მერმა.

რაც შეეხება რეგულაციას, რომელიც  ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას ითვალისწინებს, 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და მხოლოდ ამ თარიღის შემდგომ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე გავრცელდება.

თბილისში 90-იან წლებში ქაოსურმა მშენებლობამ, როდესაც მოქალაქეები საკუთარ ბინებს სხვადასხვა მიშენებების ხარჯზე აფართოებდნენ, დღეს პრობლემები გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობა საცხოვრებელ სახლებს სპეციალური ნებართვის და უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე აფართოებდა, რამაც მეზობელი სახლების და ბინების მცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნა. მსგავსი ქაოსური მიშენებების შედეგად ყველაზე მეტად ქალაქის ისტორიული ნაწილი დაზარალდა.

ყველა ახალი ამბავი
0