იმერეთში ახალი პროფსასწავლებელი შენდება

© photo: Sputnikპროფსასწავლებელი
პროფსასწავლებელი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი ფუნქციონირებას 2021-2022 სასწავლო წლიდან დაიწყებს 

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი შენდება, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრი. 

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
განათლება პანდემიის დროს – მინისტრობის კანდიდატს პარლამენტში მოუსმინეს

პროექტის მიზანი პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში ხელშეწყობაა.  პროექტის ღირებულება დაახლოებით 6 მლნ ლარია.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ლევან კიკნაველიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი ფუნქციონირებას 2021-2022 სასწავლო წლიდან დაიწყებს.  რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, კოლეჯი  ძირითადად ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით მოამზადებს კადრებს.

მას შემდეგ, რაც საქართველომ პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფგანათლების სხვადასხვა მიმართულება. კერძოდ, გაძლიერდა სასწავლო დაწესებულებების ქსელი, დამტკიცდა პროფსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, განვითარდა მოზრდილთა სწავლების მიმართულება, სამეცნიერო ინფრასტრუქტურა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, პროფგანათლების სფეროში გაიზარდა დამსაქმებლების ჩართულობა. 

© photo: press-service Ministry of Educaton and Science of Georgiaწყალტუბოში პროფსასწავლებელი შენდება
იმერეთში ახალი პროფსასწავლებელი შენდება - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
წყალტუბოში პროფსასწავლებელი შენდება

15-წლიანი პაუზის შემდეგ სისტემამ სტუდენტებს პირველად შესთავაზა პროფგანათლებასთან ერთად სრული საშუალო განათლება და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროფგანათლების სისტემის მართვის ახალ მოდელზე. დაწყებულია მუშაობა ასევე საერთაშორისო დონის პროფსკოლების პროექტებზე, რომლებშიც ქართველ სტუდენტებთან ერთად უცხოელებიც ისწავლიან. მაგალითად, ღვინისა და კულინარიის სკოლა კახეთში, ტურიზმის სკოლა დუშეთში, საინჟინრო მიმართულების სკოლა თბილისში. კოლეჯების ქსელის აქტიური განვითარება მიმდინარეობს მარნეულში, კასპში, ხაშურში, ბორჯომში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ახალქალაქში, ბათუმსა და წყალტუბოში.

ყველა ახალი ამბავი
0