არსებობს თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესების კონკრეტული გეგმა? გაბუნიას განმარტება

© Government of Georgiaთამარ გაბუნია
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგები აღდგომის წინ მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ თავყრილობებისგან და მაქსიმალურად დაიცვან ყველა რეგულაცია.

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს სათანადოდ არ დაიცავს, სააღდგომოდ საჭირო გახდება კოვიდ–შეზღუდვების გამკაცრება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
ჯანდაცვის მინისტრი: მთავარია „ლოკდაუნი“ თავიდან ავირიდოთ

ქართველი სპეციალისტები არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. მათი განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრების გეგმა შემუშავებული არ არის. ხელისუფლება შეეცდება, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდეს, უშუალოდ აღდგომის დღესასწაულზე რეგულაციების საჭიროებაზე კი მოგვიანებით იმსჯელებენ.

„მომატებული მობილობის გონივრულ ფარგლებში შესანარჩუნებლად, აღდგომის დღესასწაულზე შეზღუდვების რაიმე კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არის. ზოგად ღონისძიებებზე მიდის საუბარი. გადამწყვეტი იქნება მომდევნო კვირა. ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგადი წესები ძალაში რჩება, თუმცა, მნიშვნელოვნად გამკაცრდება დაწესებულ რეგულაციებზე კონტროლი", – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ფართომასშტაბიანი შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია დღეს არსებული ეპიდვითარების შენარჩუნება და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება. 

სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
დაწესდება თუ არა შეზღუდვები სააღდგომოდ – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ეპიდემიოლოგებს აღდგომის წინ მოსახლეობისთვის ისევ ის რეკომენდაციები აქვთ – პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, თავყრილობებისგან თავის არიდება.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას აღდგომის დღესასწაულის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ მოუწოდა.

წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 2 მაისს აღნიშნავს.

გასულ წელს, მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა პანდემიის დროს მასობრივი სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების რისკების შესახებ და ასევე მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებისა, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას 19 აპრილის ღამეს ღვთისმსახურებაზე უარი არ უთქვამს. თუმცა, ტაძრებში უსაფრთხოების ზომების დაცვისა და მრევლის სიმცირის გამო ეპიდემიის აფეთქება არ მომხდარა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შარშან აღდგომის დღეებში საქართველოს მასშტაბით ყველა სასაფლაო დაკეტილი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0