მორიგი დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის: შემთხვევა სალხინოს მამათა მონასტერში

© Sputnik / STRINGERდაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში 2021 წლის 8 მარტს
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში 2021 წლის 8 მარტს - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქო ყველა სასულიერი პირს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა და სიტუაციის გამძაფრება მოწინააღმდეგე ძალის მიზანია.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სასულიერო პირებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში. ამჯერად ისინი ერთმანეთს სალხინოს მამათა მონასტერში დაუპირისპირდნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

გავრცელებული ინფორმაციით, მსახური ბერ-მონაზვნების გაღიზიანება მონასტრის ეზოში იღუმენ გრიგოლ დარსალიას გამოჩენამ გამოიწვია, რომელიც მეუფე სტეფანემ სალხინოს ეკლესიის ახალ წინამძღვრად რამდენიმე დღის წინ დანიშნა.

გიორგი ანდრიაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
ანდრიაძე: როცა ლანძღავ პატრიარქს, გაგდება არ უნდა გჭირდებოდეს, შენ თვითონ უნდა მიდიოდე

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 4 აპრილს ამბოხში მონაწილეობისთვის ეპარქიიდან ოთხი სასულიერო პირი განკვეთა. მათ შორის არიან ის მღვდელმთავრები, რომლებიც მკვეთრად აფიქსირებდნენ თავიანთ პროტესტს და არ ემორჩილებოდნენ მიტროპოლიტ სტეფანეს, რომელმაც ეპარქიაში ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ჩაანაცვლა.

სასულიერო პირების ნაწილი მეუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ მიტროპოლიტს არ დაემორჩილება. მათ მიმართვა გაგზავნეს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან. ისინი ითხოვენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდეს სინოდის სხდომა.

მონაზონ სოსანას მხარდასაჭერად ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციასთან აქცია იმართება>>

სალხინოს ეკლესიის ახლადდანიშნული მოძღვრის, გრიგოლ დარსალიას განცხადებით, ის მეუფის ლოცვა-კურთხევით იმყოფება მონასტერში, სადაც წირვა უნდა აღავლინოს, ხოლო დაპირისპირებულ მხარეს სინანულისკენ მოუწოდებს.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ამბოხისთვის რამდენიმე სასულიერო პირი ეპარქიიდან განკვეთა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში უკვე 20-მდე სასულიერო პირს შეუჩერა მღვდელმსახურების უფლება.

ჭყონდიდის ეპარქიას წლების განმავლობაში პეტრე ცაავა ხელმძღვანელობდა. 2019 წლის 31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა, წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად კი მიტროპოლიტი სტეფანე დანიშნა.

ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია. ისინი ითხოვენ, რომ მან ჭყონდიდის ეპარქია დატოვოს, საპატრიარქომ პეტრე ცაავას მიერ წაყენებული ბრალდება გამოიძიოს და მიტროპოლიტად კვლავ ის დააბრუნოს.

ყველა ახალი ამბავი
0