საგარეო ურთიერთობები, ეკონომიკური მდგომარეობა, კორონავირუსი - რა აჩვენა ახალმა გამოკითხვამ

© Sputnik / STRINGERთბილისი. ავტობუსის გაჩერება. კორონავირუსის პანდემია
თბილისი. ავტობუსის გაჩერება. კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს თავისი აზრი რუსეთთან ურთიერთობაზე, კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენაზე და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოში რესპონდენტების 93% რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს, ნათქვამია საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჩაატარა (IRI).

ამასთან, 88%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს, 78% კი რუსეთს საქართველოსთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევს.

ვაქცინაცია Pfizer-ით - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
საქართველოში გამოკითხულთა 39% COVID-19-ზე აცრის ჩატარებას არ აპირებს - IRI-ს გამოკითხვა

გამოკითხვის თანახმად, 87%-ის აზრით, საქართველოსა და აშშ-ს შორის კარგი ურთიერთობაა, ევროკავშირთან ურთიერთობებს კი დადებითად აფასებს 85%. შემდეგ მოდიან უკრაინა - 84%, თურქეთი - 73%, აზერბაიჯანი - 66%, სომხეთი - 64%, ჩინეთი - 57%, ირანი - 48%, რუსეთი - 7%.

საქართველოს მთავრობის დღევანდელი კურსი რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით გამოკითხულთა 53%-მა დადებითად შეაფასა, 42%-მა - ნეგატიურად.

მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესება

გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 76% მიიჩნევს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, 18% კი ფიქრობს, რომ არაფერი შეცვლილა, 6% ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა რაღაც კუთხით გაუმჯობესდა კიდეც.

კახა კალაძე და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
საქართველოში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი გიორგი გახარიაა - IRI-ს გამოკითხვა

რაც შეეხება რესპონდენტების რაოდენობას, რომელთა აზრითაც ქვეყნის ეკონომიკა კრიზისშია, მათი 37% აცხადებს, რომ სიტუაცია „შედარებით გაუარესდა“, 39% კი ამბობს, რომ „მნიშვნელოვნად გაუარესდა“.

როგორც კვლევამ აჩვენა, რესპონდენტების 71%-ს მიაჩნია, რომ პირადად მათი ეკონომიკური მდგომარეობა ამა თუ იმ დოზით გაუარესდა. ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ასახელებს.

COVID-19-ის პანდემიის გავლენა

მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხულთა 65%-ის აზრით, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. ამასთან, რესპონდენტების 43% ამბობს, რომ „შედარებით გაუარესდა“, ხოლო 22% - რომ „მკვეთრად გაუარესდა“. 29%-ის თქმით, მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე პანდემიას არანაირი გავლენა არ მოუხდენია, 5% კი აცხადებს, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა კიდეც.

პანდემიამ ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა უმუშევართა ეკონომიკურ მდგომარეობას - ამ სეგმენტის 76% დაზარალდა. პანდემიის პერიოდში შედარებით მცირე დანაკარგი განიცადეს სხვადასხვა სფეროს დაქირავებულმა თანამშრომლებმა - ამ სეგმენტში ეკონომიკური დანაკარგი განიცადა გამოკითხულთა 48%-მა.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
IRI: ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას გამოკითხულთა 60% არ ეთანხმება

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 39%-მა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის პერიოდში გატარებული ღონისძიებებით. „შედარებით კმაყოფილი“ აღმოჩნდა 44%, „ძალიან კმაყოფილი“ კი - 15%.

რაც შეეხება მთავრობის მიერ პანდემიის ეკონომიკური შედეგების გამოსასწორებლად მიღებულ ზომებს, ამ მხრივ უკმაყოფილოთა რაოდენობა გაცილებით მეტია - 54%, მეტ-ნაკლებად კმაყოფილია 45%.

კვლევა 2 თებერვლიდან 26 თებერვლამდე პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს გადაცილებულმა 1,5 ათასმა რესპონდენტმა. ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.

ყველა ახალი ამბავი
0