ირანში კორონავირუსის მეოთხე ტალღის დაწყება გამოაცხადეს

© AP Photo / Ebrahim Norooziკორონავირუსის პანდემია ირანში
კორონავირუსის პანდემია ირანში - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე თითქმის ორი მილიონი ინფიცირებული გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 ათასზე მეტი ადამიანი

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. ირანში COVID-19-ის გავრცელების მეოთხე ტალღა დაიწყო. იუწყება РИА Новости ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.

საჰაერო ბუშტების გამყიდველი ბარსელონაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
ესპანელებს ქვეყანაში უცხოელების შეშვება არ სურთ: გამოკითხვის შედეგები

„ირანში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. ამჟამად ქვეყნის ყველა პროვინციაში (ინფიცირების შემთხვევების) მატება შეინიშნება“, - განაცხადა სიმა სადათ ლარიმ და დასძინა, რომ შემთხვევების მატება დაკავშირებულია საახალწლო დღესასწაულებთან და ორი კვირის განმავლობაში მოქალაქეთა გახშირებულ გადაადგილებასთან ქვეყნის შიგნით. 21 მარტს ირანელებმა ნოვრუზ ბაირამი ანუ ირანული ახალი წელი იზეიმეს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, მოვლენათა განვითარება დამოკიდებულია სამედიცინო რეკომენდაციების დაცვაზე, მასობრივი შეკრებებისგან თავშეკავებასა და სოციალური დისტანციის დაცვაზე.

„ვიმედოვნებთ, რომ კორონავირუსის ვაქცინების მოწოდებისა და ქვეყანაში ვაქცინების დამზადების კვალდაკვალ ინფიცირებულთა რაოდენობა უახლოეს თვეებში შემცირდება“, - აღნიშნა მან.

5 აპრილს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში COVID-19-ის თითქმის 14 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ნიშნავს, რომ დაავადებულთა რიცხვი პანდემიის დაწყებიდან მაქსიმალურ დღიურ მაჩვენებელს მიუახლოვდა - ირანში ანტირეკორდმა 14.051 შეადგინა.

ამასთან 2020 წლის 19 თებერვლიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1.945.964 შეადგინა, გარდაიცვალა 63.332 ადამიანი. ამჟამად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 1.658.978.

სამეგრელოში ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა >>

ქვეყანაში ვაქცინაცია რუსული „სპუტნიკ V“-თი თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყო. აპრილის დასაწყისში ირანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სამხრეთკორეული წარმოების Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის 700 ათას დოზას COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით მიიღებდა. ირანმა COVAX-ს 16 მილიონამდე დოზა შეუკვეთა. გარდა ამისა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, საიდ ჰათიბზადეს თქმით, ირანმა ჩინეთისგან რამდენიმე ასეული ათასი დოზა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ირანი საკუთარ ვაქცინაზეც მუშაობს: ამჟამად მეტ-ნაკლებ პროგრესს მიაღწია რამდენიმე მათგანმა - „კოვო-ირანმა“, „კოვო-პარსმა“, ასევე კუბასთან ერთად შექმნილმა ვაქცინამ. როგორც ოფიციალური პირები აღნიშნავენ, ირანს შეუძლია საკუთარი ვაქცინების წარმოება გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულის დასაწყისში დაიწყოს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური