სამეგრელოში ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 21-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 143 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 20 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

მასობრივი ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
რამდენი ადამიანია აცრილი ამ დროისთვის – ბოლო მონაცემები

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 175 პაციენტია მოთავსებული, მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 62 კოვიდ-პაციენტი გადის – სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ოთხი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 27 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 42 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 228-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 284.061-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0