თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 20 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 175 პაციენტია მოთავსებული, მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 62 კოვიდ-პაციენტი გადის – სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ოთხი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 27 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 42 პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 228-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 284.061-ს მიაღწია.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია