პარლამენტთან აქცია დასრულდა: არავინ დაჯარიმებულა

© Sputnik / Alex Shlamovმსვლელობა „კომენდანტის საათის“ წინააღმდეგ
მსვლელობა „კომენდანტის საათის“ წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
გამოწერა
მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ისმოდა მუსიკა, მონაწილეები ცეკვავდნენ და ერთობოდნენ

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. საქართველოში ღამის საათებში მოქმედი გადაადგილებაზე აკრძალვის მიუხედავად, „კომენდანტის საათის“ წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან დილამდე დარჩნენ.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
როდის გაუქმდება „კომენდანტის საათი“? მთავრობის განმარტება

პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა კონცერტი, რომელშიც ქუჩის მუსიკოსები და დიჯეები იღებდნენ მონაწილეობას. კონცერტი დილის 5 საათამდე გაგრძელდა. პარლამენტის შენობასთან დილამდე რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნოდარ რუხაძემ (მოძრაობა „სირცხვილია“) განაცხადა, მათ დემონსტრაციულად დაარღვიეს „კომენდანტის საათი“, რომელიც, მისი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებულია და არ ემსახურება მოქალაქეთა ჯანდაცვის საუკეთესო ინტერესების გატარებას, რასაც ისინი არ შეეგუებიან.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები არ დაჯარიმებულან, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ დაჯარიმება აქციის დასრულების შემდეგ მოხდეს. 

პარლამეტთან შეკრებამდე მონაწილეებმა, რომლებსაც უკავიათ პლაკატები წარწერებით „გაუქმდეს კომენდანტის საათი“, „გაუქმდეს 2000 ჯარიმები“, „გადააგდე კომენდანტი“, მსვლელობით გაიარეს თბილისის ქუჩებში.

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს და 2020 წლის ნოემბრიდან, ეპიდსიტუაციის გაუარესების შემდეგ მოქმედებს. მისი დარღვევა 2 ათას ლარიან ჯარიმას იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0