კობა გვენეტაძე: სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი  სამწლიანი პროგრამა, რომელიც კიდევ ერთი წლით გაგრძელდა, რამდენიმე დღეში  სრულდება.

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაფინანსების ახალი პროგრამის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ცენტრალური ბანკი 8 აპრილიდან ვარაუდობს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

მთავრობის წევრების ტრიბუნა - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2020
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მორიგი ტრანში გამოუყო

2017 წელს საერთაშორისო სავალუტი ფონდმა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავდა ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას, საგარეო რისკების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობის შემცირებას, ფისკალური საიმედოობის და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ზრდას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას.

საქართველომ ერთი წლით გააგრძელა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების სამწლიანი პროგრამა და ის 2021 წლის აპრილში უნდა დასრულდეს.

„ეს იქნება ნადვილად წარმატებული ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით განხორციელდა საქართველოში. 8 აპრილიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება ახალ პროგრამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გვენეტაძის თმით, სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. მაშინ, როდესაც პანდემია დაიწყო, ქვეყანამ დროის უმცირეს მონაკვეთში მიიღო ძალიან დიდი დახმარება არამარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, არამედ სხვა დონორებისგან.

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2020
როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრანშს და რას მოხმარდება თანხა

„რასაც სხვა შემთხვევაში ვერ მოვახერხებდით“, - თქვა გვენეტაძემ.

ამიტომ კობა გვენეტაძეს მიაჩნია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის განხორციელება იქნება ძლიან მნიშვნელოვანი,

„ეს იქნება ზუსტად იმის სავიზიტო ბარათი და გაგრძელება, რომ ჩვენ  ვაპირებთ ქვეყანაში სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებას“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

გვენეტაძის თქმით, სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები საქართველოს ინეტრესებშია.

ყველა ახალი ამბავი
0