საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მორიგი ტრანში გამოუყო

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის წევრების ტრიბუნა
მთავრობის წევრების ტრიბუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინა და სტრუქტურული რეფორმების შეუპოვარი განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება აღდგენის მხარდასაჭერად, მიაჩნიათ საერთაშორისო სავალუტო ფონდში

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკური რეფორმების ოთხწლიანი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა, ნათქვამია სსფ-ის განცხადებაში.

საბჭომ დაამტკიცა საქართველოსთვის 113.9 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, რაც საქართველოს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭიროებების მოგვარებაში დაეხმარება. ამგვარად, მთლიანობაში გამოყოფილი თანხა 585,4 მილიონ დოლარს შეადგენს.

  • საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე მიმართული სამწლიანი პროგრამა სსფ-მა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. მოგვიანებით პროგრამა კიდევ ერთი წლით გაგრძელდა.

„საქართველოს ხელისუფლებამ მართებული ნაბიჯები გადადგა ეკონომიკის მკვეთრი შენელების ფონზე შოკის დამაზიანებელი ეკონომიკური და სოციალური გავლენის შესამსუბუქებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკის შეფასება

სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავჯდომარემ ტაო ჟენგმა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ სტრუქტურული რეფორმების დამაჯერებელი განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური აღმავლობის მხარდასაჭერად.

რას ეფუძნება სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზი: ნათია თურნავას განმარტება - Sputnik საქართველო
რას ეფუძნება სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზი: ნათია თურნავას განმარტება

„COVID-19 პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა მკვეთრად შენელდა. პანდემიის პირველი ტალღის წარმატებით შეკავების მიუხედავად, შემთხვევების ბოლოდროინდელმა ზრდამ ახალი ზომების მიღება მოითხოვა, რამაც აღდგენის პროცესი შეიძლება შეასუსტოს“, - განაცხადა ჟენგმა.

მისი თქმით, ინვესტიციების მობილიზება, განათლების რეფორმის შემდგომი განხორციელება, გადახდისუუნარობის ახალი ჩარჩოს განხორციელება, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და სასამართლო რეფორმები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ზრდას.

„პანდემიაზე ფისკალურმა პასუხმა ხელი შეუწყო ამ გამოწვევის დამაზიანებელი ეკონომიკური და სოციალური შედეგების შემსუბუქებას, ჯანდაცვის ხარჯების ზრდას, მიზანმიმართულ და დროებით დახმარებას შინამეურნეობებისა და ბიზნესისათვის და კაპიტალური ინვესტიციების შენარჩუნებას“, - აღნიშნა სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ.

მისი თქმით, 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობას გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს ფისკალური წესის მოთხოვნის შესაბამისად, ფისკალურ კონსოლიდაციას დაიწყებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პანდემიით გამოწვეული ზარალის ოდენობა გაასაჯაროვა

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად ზომიერად მკაცრი მონეტარული პოზიცია სათანადოდ შეინარჩუნა და, ამასთან, გაცვლითი კურსის მოქნილობა უზრუნველყო“, - განაცხადა სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ.

შესაძლოა, მისი თქმით, ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად და ინფლაციის 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და სავალუტო ინტერვენციების შენარჩუნება გახდეს საჭირო.

ჟენგმა აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინით და დონორების მხარდაჭერით სავალუტო რეზერვები ადეკვატურ დონეზე შენარჩუნდება. ხოლო ეკონომიკის აღდგენამდე ფინანსური რისკების პროაქტიული მონიტორინგი და საბანკო კაპიტალის შენარჩუნებაზე მიმართული ქმედებები ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ხელისუფლება სსფ-ის შეფასებით კმაყოფილია

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ დადებითად შეაფასა სსფ-ის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მორიგი ტრანშის გამოყოფაზე.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკა პანდემიის პერიოდში – ეკონომიკის მინისტრის 2020 წლის ანგარიში

„მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პანდემიის პირობებში ეკონომიკური კრიზისული პროგრამა დაამტკიცა და ამან მოგვცა შესაძლებლობა, დონორი ორგანიზაციებისგან სწრაფად მიგვეღო დახმარება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2021 წელს დაახლოებით 4,3%-ს შეადგენს.

„ერთმნიშვნელოვნად უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები და ყურადღება უნდა გამახვილდეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესრულების დისციპლინაზე. აუცილებელია, რომ 2021 წელი უაღრესად ფრთხილად და გონივრულად გავატაროთ, ეს არის ის პოსტკრიზისული სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალი, რომელიც უნდა შევუნარჩუნოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე ჩვენს თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა გახარიამ.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
COVID-19-მა რეფორმების ჩატარებას ხელი ვერ შეუშალა - ივანე მაჭავარიანის 2020 წლის ანგარიში

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ თავის მხრივ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველომ გატარებული რეფორმებისა და პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგიისთვის სსფ-ისგან დადებითი შეფასება მიიღო.

„საქართველო არის დიდი ხნის ტრადიციული და სანდო პარტნიორი სავალუტო ფონდისთვის და სავალუტო ფონდის მხარდაჭერა არის ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ ჩვენ როდესაც დაგვჭირდება დონორთა საზოგადოება დაგვეხმარება ჩვენ, როგორც ეს მოხდა პანდემიის დაწყების ეტაპზე”, - განაცხადა თურნავამ.

საქართველოს და სსფ-ს დარჩათ დაასრულონ ბოლო, მერვე მიმოხილვა და მიმდინარე პროგრამა დასრულდება. მიმოხილვის დასრულების თემაზე მოლაპარაკებები 2021 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0