ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსის გავრცელების გამო შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს

© AP Photo / Matthias Schraderტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
სოფელ ითხვისიდან 21 ადამიანია კოვიდინფიცირებული, 29 პირი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფიცირებულებს შორის არის 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულიც.

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების გამო შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს, იუწყება „პირველი არხი“.

აღდგომა პანდემიის პერიოდში - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
დაწესდება თუ არა საქართველოში შეზღუდვები სააღდგომოდ - ამირან გამყრელიძის პროგნოზი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით 18 პირი შეიყვანეს, მათგან ათი სოფელ ითხვისის მკვიდრია.

ამ დროისთვის სოფელში 21 ადამიანია კოვიდინფიცირებული, ხოლო 29 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. რაც შეეხება სამედიცინო ცენტრში გადაყვანილ პაციენტებს, კლინიკის დირექტორის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან ხანდაზმული პირებიც, მათ შორის ერთი 100 წელს გადაცილებულია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 499-ით გაიზარდა. თბილისში დღეს 264 შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთი კი კორონავირუსის გავრცელებით მეორე ადგილზეა - აქ 65 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 282.260-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0