საქართველოს ხელისუფლება „ნამახვანი ჰესის“ პროექტზე უარს არ იტყვის

© Government of Georgiaენგურ ჰესი
ენგურ ჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა დააფინანსოს დამატებითი კვლევები, რათა მიკერძოება გამორიცხოს

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არ იტყვის უარს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის მშენებლობაზე, განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

პროტესტი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
თურნავა: „ნამახვანჰესი“ არ აშენდება, ვიდრე ძირითად კვლევებს ექსპერტები არ შეისწავლიან

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA-სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს დაიკავებს – ცაგერის და წყალტუბოს. ჰესის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ის მოქალაქეებში მკვეთრ პროტესტს იწვევს. ჰესების მოწინააღმდეგეები უკვე 5 თვეზე მეტია მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტების შედეგად ხელისუფლებამ მოსახლეობასთან მოლაპარაკების დაწყება გადაწყვიტა.

„პროექტის განხორციელებაზე ჩვენ კითხვას არ ვსვამთ – პროექტი განხორციელდება. აქ არის დიდი ღია სივრცე. მშენებლობის პერიოდშივე, შეიძლება, ამა თუ იმ მიმართულებით მოხდეს საინჟინრო გადაწყვეტილებების კორექტირება იმ ანალიზის საფუძველზე, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, ექსპერტებთან ერთად ჩავატაროთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს კარი ღიაა მოსახლეობასთან დიალოგისთვის.

„ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოგვმართოს და კონკრეტულ თემატიკაზე გამართონ შეხვედრები. მოსახლეობა ამბობდა, რომ მნიშვნელოვანია, მათთვის სანდო ექსპერტები მონაწილეობდნენ. ამიტომ ვთქვით, რომ კომპანიამ კი არ დააფინანსოს დამატებითი შესწავლა, არამედ სახელმწიფომ, რათა გამოირიცხოს მიკერძოებულობა“,  – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ქვემო ნამახვანს“ და „ზემო ნამახვანს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0