ჯუთას მოსახლეობას სურსათი ვერტმფრენით ჩაუტანეს

© photo: administration of the Mtskheta-Mtianeti region / FBჯუთას მოსახლეობას სურსათი ვერტმფრენით ჩაუტანეს
ჯუთას მოსახლეობას სურსათი ვერტმფრენით ჩაუტანეს

 - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
თოვლიან მწვერვალებში ჩაკარგული სოფლისკენ მიმავალი გზა ჯერჯერობით ჩაკეტილია, მძიმე ტექნიკა მის გაწმენდას ზვავსაშიშროების გამო ვერ იწყებს, დანარჩენ სამყაროსთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთას მოსახლეობას ვერტმფრენით სურსათი და პირველადი საჭიროების საგნები ჩაუტანეს. ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზეა ნათქვამი.

ცაგერში 10 ოჯახი კვლავ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი: გეოლოგები ალტერნატიულ გზას ეძებენ >>

ჯუთაში მიმავალი გზა პერიოდულად იკეტება მკაცრი კლიმატის გამო. წელს ზამთარიცა და გაზაფხულიც უხვთოვლიანი იყო, შეიქმნა ზვავსაშიშროება, ამის გამო მძიმე ტექნიკა გზის გაწმენდის სამუშაოების დაწყებას ვერ ახერხებს.

© photo: administration of the Mtskheta-Mtianeti region / FBჯუთას მოსახლეობას სურსათი ვერტმფრენით ჩაუტანეს
ჯუთას მოსახლეობას სურსათი ვერტმფრენით ჩაუტანეს - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
ჯუთას მოსახლეობას სურსათი ვერტმფრენით ჩაუტანეს

უამინდობის გამო სოფლის მოსახლეობა რამდენიმე დღით ელექტროენერგიის გარეშე რჩება, გარე სამყაროსთან დაკავშირებას ისინი მხოლოდ ვერტმფრენით ახერხებენ.

ადგილობრივ მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სურსათი ჩაუტანეს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და მერის მოადგილემ დავით ქირიკაშვილმა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ Energo-Pro Georgia-ს წარმომადგენლები.

მეწყრები საქართველოში: სტიქიური უბედურებები აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მეწყრები საქართველოში: სტიქიური უბედურებები აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში - ვიდეო

„მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო სასაზღვრო პოლიციას გაწეული დახმარებისთვის. დღეს ჩვენ სურსათი ჩამოვიტანეთ სოფელ ჯუთას მოსახლეობისთვის, რომლებიც გარე სამყაროს მკაცრი კლიმატური პირობების გამო არიან მოწყვეტილი. ჯუთელებთან ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. კიდევ ერთი პრობლემა, რაც სოფელს დიდთოვლობამ შეუქმნა, უშუქობაა. დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ Energo-pro Georgia-ს წარმომადგენლები, რომლებმაც დაათვალიერეს დაზიანებული ადგილები. როგორც კი გარემოს ეროვნული სააგენტო მოგვცემს თანხმობას, ტექნიკური ჯგუფები დაზიანებული ხაზების აღდგენას დაიწყებენ“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

დავით ნოზაძის ინფორმაციით, ჯუთაში მყოფ ათ ოჯახს გენერატორი აქვს და ელექტროენერგიის აღდგენამდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ამ ოჯახებს საწვავით უზრუნველყოფს.

 

ყველა ახალი ამბავი
0