გადაუღებელი წვიმის გამო მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. მცხეთა-მთიანეთში მეწყერმა ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზა დააზიანა. აღდგენითი სამუშაოებისათვის გამოიყო დამატებითი ძალები, გზა უკვე გაწმენდილია და მიმდინარეობს აღდგენა.
კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა ცაგერის რაიონში, რამაც ქუთაირი-ცაგერი-ამბროლაურის ცენტრალური ავტომაგისტრალი დააზიანა. სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციას რამდენიმე დღე დაჭირდა.