Ever Given-მა სუეცის არხში შესვლამდე ზღვაზე მამაკაცის სასქესო ორგანო მოხაზა: ვიდეო

© AP Photo / Suez Canal AuthorityEVER GIVEN-ი სუეცის არხში
EVER GIVEN-ი სუეცის არხში - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ ხომალდის მოძრაობის ტრაექტორია სრულიად შემთხვევით დაემთხვა მამაკაცის სასქესო ორგანოს გამოსახულებას.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. გიგანტურმა კონტეინერმზიდმა Ever Given-მა, სუეცის არხში შესვლამდე და მეჩეჩზე შეჯდომამდე, წითელ ზღვაში მანევრები ჩაატარა და „უხამსი ტრაექტორია“ მოხაზა, იუწყება გამოცემა Spiegel ხომალდის ოპერატორზე, კომპანია Bernhard Schulte Shipmanagement-ზე დაყრდნობით.

ოპერატორის ინფორმაციით, ხომალდის მოძრაობის ტრაექტორია შემთხვევით, წინასწარი განზრახვის გარეშე დაემთხვა მამაკაცის სასქესო ორგანოსა და საჯდომის სურათს.

„იშვიათი არ არის, როდესაც არხში შესვლის მომლოდინე ხომალდები აქეთ–იქით მოძრაობენ. კონტეინერმზიდის მოძრაობის ვირტუალური მოდელის დამთხვევა მამაკაცის სასქესო ოგანოსთან წმინდა შემთხვევითობაა“, — აცხადებენ ოპერატორ კომპანიაში.

გავრცელებული ცნობით, Ever Given-ის მიერ მოხაზულ ტრაექტორიას ყურადღება გამოცემა Vice-მ მიაქცია ჯერ კიდევ 25 მარტს.

EVER GIVEN-ი სუეცის არხში - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
კონტეინერმზიდი Ever Given მეჩეჩიდან მოხსენს: სუეცის არხი თავისუფალია – ვიდეო

400-მეტრიანი და 224 ათასი ტონა წყალწყვის გემი Ever Given, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებისკენ მიემართებოდა, 23 მარტს შეჯდა მეჩეჩზე და არხში გარდიგარდმო გაიჭედა. მის ადგილიდან დაძვრას და ნავიგაციის აღდგენას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა რვა საბუქსირო ხომალდი. ამ ხნის განმავლობაში, „ბლუმბერგის“ ექსპერტების დათვლით, ყოველდღიური ზარალი დაახლოებით 9,6 მილიარდ დოლარს აღწევდა. საბოლოოდ ხომალდი მეჩეჩიდან 29 მარტს მოხსნეს და სუეცის არხში ნაოსნობა აღდგა.

ყველა ახალი ამბავი
0