თბილისი, 29 მარტი — Sputnik. კონტეინერმზიდი Ever Given, რომელიც 23 მარტიდან სუეცის არხში იყო გაჭედილი და რომელსაც მოძრაობა ჰქონდა გადაკეტილი, მეჩეჩიდან მოხსნილია, იუწყება საზღვაო სერვისების კომპანია Inchcape Shipping.
„Ever Given წარმატებით მოიხსნა მეჩეჩიდან 29 მარტს, ადგილობრივი დროით 04:30 საათზე (თბილისის დროით 06:30 სთ). ამ დროისათვის ხომალდი დაცვის ქვეშაა“, — ნათქვამია კომპანიის Twitter-აკაუნტზე.
როგორც სააგენტო Bloomberg წერს, ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად მალე აღდგება მოძრაობა არხში. ამ დროისათვის თავის რიგს 450-ზე მეტი სხვადასხვა სახის ხომალდი ელოდება.
#BREAKING| Ever Given was successfully re-floated
— Egypt Today Magazine (@EgyptTodayMag) March 29, 2021
at 4.30 am local time and was being secured at the moment, Inchcape, a global provider of marine services said on Twitter __ REUTERS#Egypt #Suez #SuezCanal #EVERGIVEN #Evergreen #BreakingNews|#قناة_السويس #السفينة_الجائحة #عاجل pic.twitter.com/HxFAW2LUzw
400-მეტრიანი და 224 ათასი ტონა წყალწყვის გემი Ever Given, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებისკენ მიემართებოდა, 23 მარტს შეჯდა მეჩეჩზე და არხში გარდიგარდმო გაიჭედა. მის ადგილიდან დაძვრას და ნავიგაციის აღდგენას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა რვა საბუქსირო ხომალდი. ამ ხნის განმავლობაში, „ბლუმბერგის“ ექსპერტების დათვლით, ყოველდღიური ზარალი დაახლოებით 9,6 მილიარდ დოლარს აღწევდა.
დათვლილია სუეცის ბლოკირებით მიყენებული ყოველდღიური ზარალი: ანგარიში ათობით მილიარდზეა>>
სუეცის არხი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაა, რომელიც აზიასა და ახლო აღმოსავლეთს უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპასა და ამერიკასთან. მისი სიგრძე 160 კმ, სიგანე — 250 მეტრი, ხოლო სიღრმე — 20 მეტრია.