როდის აგებენ პასუხს მშობლები შვილების ნაცვლად – იცოდეთ თქვენი უფლებები

© Sputnik / Alexander Imedashviliმოაზრდი ქუჩაში
მოაზრდი ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
კანონმდებლობით, ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობა, იქნება ეს სამოქალაქო, ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი, ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს და პერსონიფიცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პასუხს აგებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ჩამდენი პირი.

თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებლობა ზოგადი წესიდან გარკვეულ გამონაკლისებს ითვალისწინებს, როდესაც არასრულწლოვანი შვილების მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის პასუხისმგებლობა მათ მშობლებს, ან კანონიერ წარმომადგენლებს ეკისრებათ (სრულად ან ნაწილობრივ). დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ გამონაკლისებზე გესაუბრებით და ვეცდებით აგიხსნათ, რა შემთხვევაში აგებენ მშობლები პასუხს შვილების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებზე – მათ ნაცვლად.

რა ასაკიდან იწყება პირის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით?

პასუხისმგებლობის ასაკი განსხვავებულია სამართალდარღვევის მიხედვით, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირი პასუხს აგებს 16 წლის ასაკიდან, სისხლის სამართლის წესით – 14 წლის ასაკიდან, ხოლო სამოქალაქო დელიქტით მიყენებული ზიანისთვის პასუხს აგებს 10 წლის ასაკიდან.

თემიდა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
რა შემთხვევაში აპატიმრებენ ნაფიც მსაჯულს - იცოდეთ თქვენი უფლებები

რა შემთხვევაში ეკისრება მშობელს პასუხისმგებლობა შვილის მიერ სხვისთვის მიყენებული ზიანისთვის?

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, 10 წლის ასაკს მიუღწეველი პირი პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა. ეს არის ცალსახად გამოკვეთილი ნორმა, საიდანაც არანაირი გამონაკლისები არ დაიშვება. თუმცა, მშობლები ან 10 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მეთვალყურეობაზე ვალდებული სხვა პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ამ ბავშვმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა სხვას. მათი პასუხისმგებლობა გამოირიცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მშობლებს ან ბავშვის მეთვალყურეობაზე ვალდებულ სხვა პირებს არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება.

10 წელზე მეტი ასაკის, მაგრამ 18 წლამდე მიუღწეველი ასაკის არასრულწლოვანი პასუხს აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ პირს არ აქვს საკმარისი ქონება, ან შემოსავალი ზარალის ასანაზღაურებლად, დამატებით, ანუ სუბსიდიური წესით პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობლებს, ან მის სხვა კანონიერ წარმომადგენლებს.

საოფისე სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
თუ ზეგანაკვეთურად მუშაობთ...იცოდეთ თქვენი უფლებები

რომელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის შეიძლება, რომ მშობლებმა აგონ პასუხი შვილების ნაცვლად მათი უკანონო ქმედებისთვის?

რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სფეროს, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მშობლები ვალდებული არიან, შვილის მაგივრად აგონ პასუხი. მაგალითად, 170-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნის დათრობა ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. თუ ამ ქმედებას ჩაიდენს არასრულწლოვნის მშობელი, ანდა ჩაიდენს სხვა პირი და მშობელს შეეძლო და არ აღკვეთა ეს ფაქტი, მაშინ მას დაეკისრება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების, ან მის მიმართ სხვა მოვალეობების შეუსრულებლობა ასევე გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

ბაშარ ასადი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2020
ბაშარ ასადი: ომი სირიაში ჯერ არ დამთავრებულა

რას გულისხმობს მოვალეობების შეუსრულებლობა?

ესაა არასრულწლოვნის აღზრდის, სწავლების, საცხოვრებლით, საკვებით და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფა. ასევე თუ მოზარდი მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს ექიმის დანიშნულების გარეშე, ან ჩაიდენს წვრილმან ხულოგნობას, მიიღებს ალკოჰოლიან სასმელს, ატარებს ცივ იარაღს, არასათანადოდ მოეპყრობა ცხოველებს, ან არამიზნობრივად გამოიძახებს საგანგებო სამსახურს, მაგალითად, არამიზნობრივად დარეკავს 112-ზე – ამ სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში არასრულწლოვნის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება ჯარიმა 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.

ერთი წლის განმავლობაში ზემოაღნიშნული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი მშობელი (ან კანონიერი წარმომადგენელი) დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.

თემიდა - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2020
როდის არ დაგსჯით კანონი დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის -  იცოდეთ თქვენი უფლებები

იმ შემთხვევაში, თუ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გაავრცელებს, მაშინ მისი მშობლები დაჯარიმდებიან 1500 ლარის ოდენობის თანხით, ხოლო იმავე სამართალდარღვევის ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი დაჯარიმდება 2500 ლარით.

ასევე, ადმინისტრაციულ სმართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, თუ წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირს არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, მაშინ ამ სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულ ჯარიმას, რომელიც შეადგენს 100 ლარს, გადაიხდიან მისი მშობლები.

რაც შეეხება სისხლის სამართლის სფეროს, დღეს მოქმედი კოდექსით, არასრულწლოვანს პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში პერსონალურად ეკისრება. უფრო მეტიც, არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსი ადგენს, რომ არასრულწლოვნისთვის ჯარიმის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

ყველა ახალი ამბავი
0